მაღალი არკანები

ეშმაკი

ეშმაკი – პრაქტიკული მნიშვნელობა



სტიქია: მიწა.
კი/არა: არა.
ზოდიაქოს ნიშანი: თხის რქა.
პლანეტა: სატურნი.
ჩაკრა: მულადჰარა (ფუძისეული ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 6.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: VI – შეყვარებულები.

საკვანძო სიტყვები: დამოკიდებულებები. დეპრესია. ფსიქიკური პრობლემები. საიდუმლოება. აკვიატება. თაღლითობა. მოტყუება. დამონება. უიმედობა. გადამეტება. უძლურება. გარყვნილება. თავდასხმა. ძალადობა. ვნება. სექსი. აზარტული თამაშები. მატერიალიზმზე დამოკიდებულება. სიხარბე. მიჯაჭვულობა. ილუზიებში ყოფნა. შეზღუდვა. ჩაგვრა. ლტოლვა. ჰედონიზმი. ცუდი ჩვევები. ეჭვიანობა. წყენა. ეგოიზმი. სასურველის მიღწევის სურვილი. ადიქცია. გამოუსწორებელი ქცევები და ჩვევები. ადამიანის ბნელი მხარეები.

საქმიანობის სფეროები: კომერცია. საქმეთა მმართველი. პოლიტიკოსი. შავი მაგი. იუმორისტი. არალეგალური საქმიანობა. მკვლევარი – პრაქტიკოსი. მჭედელი. მეტალურგი. ადამიანი რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს.

მაღალი არკანი ეშმაკი, ტრადიციულად ეხება ყველაფერს რაც ადამიანში ასოცირდება ცოდვის ცნებასთან. სიხარბე, თავშეუკავებლობა, უხეში ინსტიქტების უკონტროლობა. ეს ყველაფერი შედის ამ არკანის იურისდიქციაში.

ასევე, ამ არკანს განმარტავენ როგორც ჩიხში შესულ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა სუბიეტური მიზეზების გამო (დამონება ვნებების მიმართ), ან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (არაკეთილსინდისიერება, დაუდევრობა ან რაიმე უარყოფითი გარემოება).

რაღა თქმა უნდა, ეშმაკი – ეს სექსუალურობაა, თუმცა მანკიერი. გარყვნილებისკენ მიდრეკილება ან უბრალოდ დაუძლეველი სექსუალურობა.

არკანი ეშმაკის უფრო კონკრეტულ განმარტებებს გაშლაში გვაძლევს, მის გვერდით განლაგებული არკანები. მაგალითად:
ეშმაკი და არკანი “სულელი“, ეს არის ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.
იეროფანტთან” ერთად ნიშნავს – ცუდი ავტორიტეტების ზეგავლენის ქვეშ ყოფნას.
ხოლო “ბედის ბორბალთან” მიუთითებს – აზარტული თამაშების მიმართ დიდ მიზიდულობაზე.

მოამზადა: Onlinetarot.ge