მაღალი არკანები

შეყვარებულები

შეყვარებულები

შეყვარებულები – პრაქტიკული მნიშვნელობა

შეყვარებულები
ტაროს დასტა – Rider Waite


სტიქია: ჰაერი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი: ტყუპები.
პლანეტა: მერკური.
ჩაკრა: ანაჰატა (გულის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 6.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: XV – ეშმაკი.
ებრაული ასო: ვავ.
ცხოველი/ფრინველი: კაჭკაჭი.
არკანის სხვა სახელწოდებები: საყვარლები. არჩევანი.

არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:

არკანზე გამოსახულია ფეეხზე მდგომი ქალი და კაცი, ახალგაზრდა წყვილი. ისინი განასახიერებენ ადამსა და ევას – ედემის ბაღში. მათ ზემოდან უზარმაზარი მზე ანათებთ. მთავარანგელოზი რაფაელი კი მათ კურთხევას აძლევს. რაფაელს აცვია იასამნისფერი მოსასხამი – სამეფო ძალაუფლების სიმბოლო. ადამის ფიგურა – ცნობიერის სიმბოლოა, ხოლო ევას ფიგურა – ქვეცნობიერის. შეყვარებულთა სიშიშვლე ურთიერთობის სიწმინდეზე მეტყველებს.
ადამის უკან არის სიცოცხლის ხე, რომლის ტოტებზეც თორმეტი ნაყოფი მწიფდება, ევას უკან კი არის ხე – სიკეთისა და ბოროტების შეცნობის. ხუთი ვაშლი მის თავთან არის ხუთი გრძნობა.
ქალისთვის მნიშვნელოვანია სიყვარულის ემოციური მხარეები, მიწიერი ცდუნებები. მაცდური გველი ხის ირგვლივ ტრიალებს და ჩურჩულებს, თუმცა არჩევანი წყვილზეა დამოკიდებული. ადამი ევას უყურებს, ევა კი ანგელოზს – მათ ცხოვრების შესახებ განსხვავებული ხედვა აქვთ. ადამს შეუძლია გააცნობიეროს დაპირისპირებულ მხარეთა ერთიანობა – მხოლოდ ევას მეშვეობით. გზა ცნობიერებიდან ქვეცნობიერისკენ და შემდეგ ზეცნობიერისკენ – ღვთაებრივისკენ. გზა ხორციელი სურვილებიდან და ემოციებიდან – მაღალ სულიერ ურთიერთობებამდე.

საკვანძო სიტყვები:

სიყვარული. ჰარმონია. წარმატება. ურთიერთობები. მონათესავე სული. ჰარმონიული თანაცხოვრება. პარტნიორობა. არჩევანი. სრულყოფილი ურთიერთობა. სურვილი. სილამაზე. საერთო ღირებულებები. სექსუალური კავშირები. ახალი ურთიერთობა. რომანტიკა. ერთობა. გუნდურობა. ბალანსი. არჩევანის აუცილებლობა. ბიზნეს პარტნიორობა.

სიყვარული. სილამაზე. ჰარმონია. მეგობრობა. კავშირი. პარტნიორობა. ნდობა. ეროსი. მიზიდულობა. საპირისპიროს მიმზიდველობა. ცდუნება. სასამართლო პროცესი. ორმაგობა. ორი გზა. არჩევანი. ახალი ურთიერთობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გაზრდა. გამოცდა. დაბრკოლებების გადალახვა. ჯანმრთელობა.

ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:

არატრადიციული ცხოვრების სტილი. არატრადიციული ურთიერთობები. ურთიერთობაში შეცვლილი როლები. სიცოცხლის სიყვარული. ღალატი. ჩხუბი. ეგოიზმი. განშორება. ცდუნებები. დისჰარმონია. კონფლიქტი სხვებთან და საკუთარ თავთან. წონასწორობის უქონლობა. ცუდი არჩევანი. გადაუწყვეტელობა. ცივი პარტნიორი. კონფლიქტი ურთიერთობებში. რომანი სამსახურში. ერთგულების არარსებობა. არასწორი არჩევნები. დანაკარგი. ურთიერთობაში არეულობა-სექსუალური პრობლემების გამო. ბულინგი, ეჭვიანობა ან მესაკუთრეობა ურთიერთობებში. იმედგაცრუება. სირცხვილი. განხეთქილება.

საქმიანობის სფეროები:

ანატომიკოსი. ბიოლოგი. ძველი პროფესიები. ქორწინების სახლის თანამშრომელი. გამომცდელი. ენთუზიაზმით აღსავსე ნებისმიერ პროფესიასა და საქმიანობაში.

მაღალი არკანი შეყვარებულები უპირველეს ყოვლისა მიანიშნებს სიღრმისეულ ემოციებსა და გრძნობებზე, რომელიც არის დაკავშირებული სიყვარულთან.

იმისათვის რომ შეძლოთ ჰარმონიისა და ურთიერთგაგების მიღწევა, თქვენ მოგიწევთ გადალახოთ წინააღმდეგობები. შესაძლოა მოგიწიოთ ზოგიერთი იდეის უარყოფა ან ძველი ცხოვრების წესის მიტოვება.

გარდა ამისა, არკანის ტრადიციული მნიშვნელობა არის გულწრფელი მოქმედებები, რთული სიტუაციების გადაჭრა და პრობლემების ერთ მთლიან სურათად დანახვა.

როდესაც გაშლა ეხება ადამიანს – არკანი შეყვარებულები აღწერს ისეთ პიროვნებას, რომელსაც (როგორც წესი) სექს სიმბოლოს ეძახიან.

ასტროლოგიური მნიშვნელობა:

ნიშანი – ტყუპები. ამ ნიშნის მთავარი მმართველია მერკური, მზესთან ყველაზე ახლოს მდგომი პლანეტა.
ის უფრო სწრაფად ბრუნავს ვიდრე სხვა პლანეტები. ამით აიხსნება ტყუპების ორმაგობა, მობილურობა, კომუნიკაციის ფართო სპექტრი და ხასიათის ცვალებადობა.
სტიქია: ჰაერი.

თავის მახასიათებელ თვისებებს, განსაკუთრებით მკაფიოდ ავლენს ზოგიერთ არკანთან ერთად.

მაგალითად: როდესაც გაშლა ეხება რაიმე სიტუაციას – შეყვარებულები არკან “მაგთან” ერთად – ჩიხში შესული სიტუაციებიდან ოსტატურად თავის დაღწევის შესაძლებლობას ნიშნავს.
ხოლო არკან “იეროფანტთან” ერთად კი – მიუთითებს ურთიერთობის ლეგიტიმაციაზე.

მოამზადა: Onlinetarot.ge