ბედის ბორბალი – პრაქტიკული მნიშვნელობა

სტიქია: ცეცხლი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: იუპიტერი.
ჩაკრა: აჯნა (მესამე თვალის ჩაკრა).
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: I – მაგი და XIX – მზე.
ცხოველი/ფრინველი: არწივი.
არკანის სხვა სახელწოდებები: იღბლის ბორბალი. კარმის ბორბალი. ბედნიერების ბორბალი. ალბათობის ბორბალი. დროის ბორბალი. სიცოცხლის ძალების ოსტატი. ციკლების კანონი. წრე. ალტერნატივა. სფინქსი. კარმა.
არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:
ბედის ბორბლის თავზე ზის უმოძრაოდ სფინქსი. იგი გამოხატავს სამყაროს კანონების სტაბილურობასა და წონასწორობის იდეას, უნივერსალური უწყვეტი მოძრაობის შუაგულში. სფინქსი არის უნივერსალური, ამოუცნობი საიდუმლოების მცველი, რომელიც ადამიანური გაგების მიღმაა. თათებში მას აწეული ხმალი უჭირავს. სფინქსი არ დაუშვებს არცერთი მოკვდავის ბედის ბორბალზე ამაღლებას ან მის გაკონტროლებას.
არკანის ცენტრში, ბორბალი წარმოადგენს სამყაროს მუდმივ მოძრაობას. მის რგოლზე წერია სიტყვა “TARO”. ის შეიძლება იკითხებოდეს როგორც “ბორბალი” ან როგორც “სწავლება”. მარცხნივ გველი ჩამოდის – ეს არის ტიფონი, ბოროტებისა და განადგურების ღვთაება. მის მოპირდაპირედ, არის კაცი ტურის თავით – ეს არის ანუბისი, ღმერთი ჰერმესის ერთ-ერთი გამოვლინება – განმანათლებლობის, სიბრძნის, ცოდნისა და ოკულტური მეცნიერებების. ასევე ოსტატობის და იღბლის სიმბოლო. თითოეული ადამიანისთვის ბედის ბორბალი ბრუნავს სხვადასხვა სიჩქარით, რომელიც განისაზღვრება მისი კარმითა და მიწიერი საქმეებით. როდესაც ადამიანი აკეთებს კეთილ საქმეებს და აუმჯობესებს თავის კარმას, ბედის ბორბალს მისთვის წარმატება მოაქვს. ბორბალი – სამყაროს წისქვილი – ზოგს იზიდავს, ზოგი ხელს უწყობს მის დაცემას. ამ სამყაროში ყველაფერი ბორბალივით ბრუნავს. ყველაფერი იცვლება და ყველაფერი საწყისს უბრუნდება.
საკვანძო სიტყვები:
ცვლილება. კარმა. გადამწყვეტი მომენტი. ბედი. მღელვარება. შანსი. ცვლილებები. შესაძლებლობები. ცხოვრებისეული ეტაპები. მოქნილობა. წარმატება. ჯილდოები. ბედნიერება. აზარტული თამაშები. მოგება. ახალი მიმართულება. მოულოდნელი მოვლენები. წარმატების მიღწევა. სირთულეების გადალახვა. ცვლილებები ურთიერთობაში. რასაც დასთეს იმას მოიმკი.
შანსი. უბედური შემთხვევა. იღბალი. გამართლება. ბედის მოულოდნელი გაღიმება. გაუთავებელი მოძრაობა. ცვლილება უკეთესობისკენ. ახალი შესაძლებლობები. დაწინაურება. მნიშვნელოვანი განვითარება. ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება. აღმართები და ვარდნები. დაემა კვარცხლბეკიდან. ციკლურობა. სეზონების შეცვლა. დასასრული და დასაწყისი. არასტაბილურობა. ფატალიზმი. კარმული გაკვეთილები. მოულოდნელი მოვლენებით გამოწვეული გაჭიანურება. თავგადასავლები. სპეკულაცია. დახურული სისტემების საიდუმლოებები.
ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:
ცუდი იღბალი. არეულობა. უკმაყოფილება. დიდი სოცილური ცვლილებები. არასტაბილურობა. ჩხუბი. კონტროლის არარსებობა. არასასურველი ცვლილებები. შეფერხებები. ცხოვრებისეული ციკლის რღვევა. პრობლემები. ფინანსური ცვლილებები. სამსახურში ადაპტაციის შეუძლებლობა. ჩავარდნები. არასასურველი ცვლილებები. რთული პერიოდის დასაწყისი. ცუდი დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. ძალაუფლების დაცემა. პრობლემები წარსულში არასწორად გაკეთებული არჩევნების გამო. აზარტულ თამაშებში წაგება. უიღბლობის შეგრძნება-არასწორ არჩევნებში/ქმედებაში. წარუმატებლობა. თაღლითობები.
საქმიანობის სფეროები:
კაზინო. ბირჟის ბროკერი. ბრალმდებელი. პოლიტიკოსი. სათამაშო ბიზნესი. კრუპიე. მესაჭე.
არკანი ბედის ბირბალი – მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებებზე, ცხოვრების ახალ მხარეებსა და შესაძლოა საბედისწერო მოვლენებზე.
ფატალისტი არკან ბედის ბორბალზე იტყვის – ეს ბედისწერაა. ხოლო ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში და შესაძლებლობებში (თვითონვე ქმნის საკუთარ ცხოვრებას) ის ბედის ბორბალს ინტერპრეტირებას მისცემს როგორც ნიშანს – რომელიც ურჩევს, თუ რა მიმართულებით უნდა იაროს.
თუ გაშლა ეხება პიროვნებას – არკანი მიგვითითებს, რომ საქმე ეხება იღბლიან ადამიანს, რომელიც სავსეა წყალობებით.
როდესაც გაშლა ეხება სიტუაციას – მიუთითებს წინააღმდეგობების წარმატებით გადალახვაზე.
ასტროლოგიური მნიშვნელობა:
იუპიტერი არის უზენაესი ღვთაება, იღბლის მბრძანებელი.
სატურნი, როგორც დროის მბრძანებელი და მენტორი.
ურანი, ნეპტუნი და პლუტონი კარმას მმართველები არიან.
სტიქია: ცეცხლი.
კომბინაციაში:
არკან “იმპერატორ ქალთან” ერთად – ბედის ბორბალი გამცნობთ ახალი პროექტის, ცხოვრებისეული ციკლის ან მსოფლმხედველობის დასაწყისზე/დაბადებაზე.
არკან “ვარსკვლავთან” ერთად – მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც თქვენს სასიკეთოდ იქნება.
არკან “მზესთან” ერთად კი – იღბალზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება თქვენს ცხოვრებაში.
მოამზადა: Onlinetarot.ge