მაღალი არკანები

იმპერატორი ქალი

იმპერატორი ქალი – პრაქტიკული მნიშვნელობა


სტიქია: მიწა.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ვენერა.
ჩაკრა: ანაჰატა (გულის ჩაკრა) და სვადჰისტანა (საკრალური ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 3.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: XII – დაკიდებული კაცი და XXI – სამყარო.
ებრაული ასო: გიმელ.
ცხოველი/ფრინველი: ბეღურა. მტრედი.
არკანის სხვა სახელწოდებები: დედოფალი. დიასახლისი. ვენერა. მიწიერი სიყვარული.

არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:

არკანზე გამოსახულია ქალი, რომელიც ბუნების წიაღში ზის. იგი ასხივებს სიმშვიდეს. იმპერატორ ქალს თავზე გვირგვინი ადგას, მარჯვენა ხელში უჭირავს კვერთხი – მისი ძალაუფლების ნიშანი. ის მტკიცედ იყურება წინ. იმპერატორ ქალს შეუძლია ნებისმიერ დროს ადგეს და იმოქმედოს. ის ამ სამყაროს ბედია და ცდილობს იზრუნოს მასზე, აჩუქოს მას თავისი სითბო და სიყვარული.

საკვანძო სიტყვები:

ორსულობა. ნაყოფიერება. ფინანსები. დედის ხატება. მგრძნობიარობა. მზრუნველობა. სილამაზე. ქალურობა. მიმზიდველობა. სიუხვე/ბარაქა. შემოქმედებითობა. ჰარმონია. ხელოვნება. პროდუქტიულობა. სექსი. კრეატიულობა. დაცვა-მფარველობა. ბარაქა. შემოქმედებითი ძალა. კარგი პარტნიორი. მეოჯახეობა. ჰარმონიაში ცხოვრება. სიამოვნება. ტკბობა. ბედნიერი ოჯახი. კარგი მატერიალური მდგომარეობა. ახალი ცხოვრება. სტაბილურობა.

დედა. ბუნება. დედამიწა. ნაყოფიერება. მოსავალი. სიმრავლე. კეთილშობილება. ციკლურობა. მოქმედება. ზრდა. განვითარება. სიბრძნე. შემოქმედება. თანამშრომლობა. სოციალური სტატუსი. მომწიფებული გადაწყვეტილებები. მმართველობის სურვილი. ქალთა გავლენა. სილამაზე. სიყვარული. სენსიტიურობა. ელეგანტურობა. ხიბლი. კომუნიკაბელურობა. ქორწინება. ჰარმონია სახლში. ფიზიკური და გონებრივი კომფორტი. სტაბილურობა. კონტროლი. უსაფრთხოება. პრაქტიკულობა. მატერიალური სიმდიდრე. სიუხვე. სხვების დახმარების სურვილი. ორსულობა. დაბადების. დედობრივი ინსტინქტები. ზრუნვა. აღზრდა. ხანგრძლივი ცხოვრება.

ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:

დაუცველობა. უნაყოფობა. უნდობლობა. ზრდა/განვითარების არარსებობა. დისჰარმონია. დაუდევრობა. სიმძიმე. ბრძანებლური. სხვებზე დამოკიდებულება. ეჭვიანობა. არაპროდუქტიულობა. სტაბილურობის ნაკლებობა. არეული ოჯახური მდგომარეობა. ჩიხი. გაჩერებული საქმიანობა. სუსტი მომთხოვნი. მანიპულატორი. დაძაბულობა. არაკრიატიულობა. სიზარმაცე. შეზღუდვები. ჩხუბი. განადგურება. სკანდალი. პრობლემები კანონთან. ქვრივობა. ცდუნება. განქორწინება. უყურადღებობა. უხალისობა. უშვილობა. ჰორმონალური დისბალანსი. მუცლის მოშლა. გამოუყენებელი ნიჭი. მატერიალური პრობლემები. შემოსავლებზე მეტი გასავალი.

საქმიანობის სფეროები:

ეკონომისტი. სამუშაო რომელიც დაკავშირებულია ბავშვებთან. მეანი. პედიატრი. სამუშაო რომელიც დაკავშირებულია მიწასთან. სამოდელო ინდუსტრია. ქალი – მმართველი ნებისმიერი სფეროს მსხვილ ორგანიზაციაში. ყვავილების ბიზნესი. მეცხოველეობა და მცენარეებით ვაჭრობა. ქალი – მასწავლებელი.

მაღალი არკანი იმპერატორი ქალი აღწერს, რაღაც ახლის წარმოშობას, დაბადებას – იქნება ეს იდეა, გრძნობა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ის მიუთითებს გარდაუალ ზრდასა და განვითარებაზე, სხვადასხვა ასპექტებში. როგორებიცაა – სიტუაციური, პიროვნული, ურთიერთობის და სხვა.

როდესაც გაშლა ეხება მდედრობით სქესს, ეს არკანი მიუთითებს მის დედობრივ ხასიათზე, მზრუნველობასა და ყურადღებაზე. გარკვეულ სიტუაციებში ფეხმძიმობასაც კი.

თუ გაშლა ეხება პიროვნების დახასიათებას – იმპერატორი ქალი გეუბნებათ, რომ ამ ადამიანს აქვს დიდი შემოქმედებითი და შემქმნელობითი უნარი. ასევე მიუთითებს, რომ ადამიანს უამრავი საინტერესო და ნაყოფიერი იდეის გენერირება შეუძლია.

როდესაც გაშლა ეხება რაიმე სიტუაციას – იმპერატორი ქალი მიუთითებს, რომ მოცემულ სიტუაციაში, საკითხის დადებითი განვითარების შესაძლებლობა იმალება. განსაკუთრებით თუ ეს ეხება მატერიალურ საკითხებს (განსაკუთრებით არკან მაგთან ერთად).

საერთო ჯამში – არკანი შესაძლოა ინტერპრეტირებდეს გარდაუვალი ცხოვრებისეული ციკლების სიღრმისეულ გაგებას. როგორიცაა – დაბადება, გარდაუვალი სწრაფვა სიკვდილისაკენ და შემდეგ კვლავ-ხელახლა დაბადება.

ყურადღება მისაქცევია იმპერატორი ქალის კომბინაციას ზოგიერთ არკანთან. მაგალითად:
არკან “ძალასთან” ერთად – ის მიუთითებს ენერგეტიკული პოტენციალის ზრდაზე.
არკანბედის ბორბალთან“- ცხოვრებისეული მოვლენების ციკლურობას/წრებრუნვას ასახავს.
ხოლო არკან “სამსჯავროსთან -ეს არის შთაგონებებისა და შემოქმედებითი აღზევების პერიოდი.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:

ასტროლოგიური მნიშვნელობა: ვენერა კუროში – როგორც სიმბოლო ზრდისა და ნაყოფიერების.

იმპერატორი ქალი – მასში ბუნების ამოუწურავი ძალაა, რომელიც განუწყვეტლივ ბადებს ახალ სიცოცხლეს. ეს არკანი აღნიშნავს სიცოცხლისუნარიანობას, ნაყოფიერებას, ზრდასა და რაღაც ახლის დაბადებას. ის მთელი ჩვენი ცხოვრების, შემოქმედებითი პოტენციალის და ნატიფი ვიბრაციების აღქმისა და მატერიაში, რაღაც ახლად, გარდაქმნის ამოუწურავი წყაროა. ფიზიკურ დონეზე ეს არის ზრდა, ნაყოფიერება. ემოციურ დონეზე – შემოქმედებითი უნარები. გონების დონეზე – იდეების მრავალფეროვნება, გამომგონებლობა. ხოლო, ცნობიერების დონეზე – ახალის შეცნობა. სიახლის მუდმივი დაბადება ნიშნავს ჩვენი ცხოვრების უწყვეტ ცვლილებასა და განვითარებას. შესაბამისად, ჩვენთვისაც აუცილებელია ამ დაბადების წინ არსებული ტკივილის გადატანა.

მოამზადა: Onlinetarot.ge