სამსჯავრო – პრაქტიკული მნიშვნელობა
სტიქია: ცეცხლი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: პლუტონი.
ჩაკრა: საჰასრარა (გვირგვინის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 2.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: II – ქურუმი ქალი და XI – მარლთმსაჯულება.
საკვანძო სიტყვები: გზაჯვარედინები. ცვლილებები. თვითშეფასება. აღორძინება. გამოღვიძება. სიმშვიდე. ნოსტალგია. პატიება. ვადამდელი განსჯა. სულის ძიება. ინფორმირებულობა. ჯილდო გამძლეობისთვის. თავდადება. არჩევანი. განკითხვა. განახლება. გარდამავლი პერიოდი. სინაგანი ძალა. გადაწყვეტილებები. ტრანსფორმაცია. განაჩენი. შინაგანი ხმა. მიზანი. არეკვლა. ურთიერთობების განახლება. დადებითი ცვლილებები. რელაქსაცია დიდი ტანჯვის შემდეგ.
საქმიანობის სფეროები: ექიმი. კოსმოლოგი. ფსიქოლოგი. სამართლებრივი ორგანოები. კრიტიკოსი. მღვდელი. სარეკლამო სფერო. რადიოსადგური. შემოქმედებითი პროფესია. ჟურნალისტიკა. რესტავრატორი. მუსიკოსი. ფოსტის თანამშრომელი. მაშველი.
სამსჯავრო – ეს არკანი მიუხედავად თავისი უსიამოვნო დასახელებისა, თავის თავში არ მოიცავს დასჯისა და ანგარიშსწორების იდეას.
ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ტრანსფორმაციას, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების, მხარეებისა და ნიჭების აღმოჩენას. ადამიანის ხელახლა დაბადებას (რთული პერიოდის შემდეგ) მის განთავისუფლებას, რაღაც ძალიან მობეზრებულისგან, სავალდებულოსგან.
არკანი მიგვითითებს გადამწყვეტ, კარდინალურ და დაჟინებულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გდაიდგას ჩვენი მხრიდან. ასევე გვაჩვენებს, ამ ნაბიჯების გადადგმის ეფექტურობასა და აუცილებლობას. რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს როგორც წესი თან ახლავს მტკივნეული ემოციები და შეგრძნებები. ზოგჯერ შიშებიც და ეჭვებიც. ამასთნ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი უარყოფითი დროებითი და წარმავალია, ხოლო შედეგი რომელიც მოვა – სტაბილური და გრძელვადიანი იქნება.
ძალიან საინტერესოა, არკანი სამსჯავრო სხვა არკანებთან კომბინაციაში.
“ქურუმი ქალი“ და სამსჯავრო ერთად მიუთითებენ მაგიური შესაძლებლობების აღმოჩენაზე.
სამსჯავროს და “ეტლი” – ეს არის ნანატრი გამარჯვების მიღწევა.
ხოლო, არკან “სიკვდილთან” – მიგვითითებს გადამწყვეტ ნაბიჯზე, რომ საბოლოოდ გავუშვათ, ის რამაც დაკარგა მნიშვნელობა და აზრი. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანი ჯიუტად ებღაუჭება.
ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: იუპიტერი / ურანი მზესთან ჰარმონიული ასპექტით, ან მერწყულის ნიშანი, როგორც განთავისუფლების სიმბოლო.
მარტივია დავუშვათ შეცდომა არკანი “სამსჯავროს” ინტერპრეტაციისას თუ კი მხოლოდ მისი დასახელების მიხედვით ვიმსჯელებთ. ზოგადად სამსჯავრო და ”სამსჯავრო”, რომელიც აქ იგულისხმება, ჩვეულებრივსამებრ ასოცირდება სასჯელთან, დასჯასთან, შესაბამისად – უიმედობასა და შიშთან. არკანის მნიშვნელობა ემყარება, უპირველესყოვლისა, ნახატს, რომელიც მოიცავს სრულებით განსაზღვრულ, კულტურულ და მითოლოგიურ გამოსახულებებს. არკან „სამსჯავროზე“ გამოსახულია აღდგომა, ანუ ხელახალი დაბადებისა და განთავისუფლების მომენტი, რაც უკვე დიდი ხანია დათრგუნული ან დამალულია. ეს არის ჭეშმარიტი, ღვთიური საწყისის გასასვლელი სიბნელიდან სინათლეზე. აქედან გამომდინარე არკანის მნიშვნელობა საკმაოდ პოზიტიურია. იგი განასახიერებს მნიშვნელოვან, გადამწყვეტ ნაბიჯს პიროვნების ფორმირების გზაზე, მისი ალქიმიური გარდაქმნის შემდეგი ეტაპის წარმატებით დასრულებას, უფრო ზუსტად კი ქვედა მატერიის უფრო მაღალ მატერიად გარდაქმნას. ყოველდღიურობაში, ეს არკანი ასევე მიუთითებს განთავისუფლებაზე – ზოგიერთი საზრუნავისგან ან მავნე ადამიანისგან, არასაჭირო თვისებებისგან, როგორიცაა სიმორცხვი, შიში და ა.შ. ის შესაძლოა ასევე მიუთითებდეს იმაზე, რომ საკითხი, რომელზეც ვსვამთ კითხვას შესაძლოა შეიცავს იმ საგანძურს, რომელსაც დიდი ხანია ვეძებთ.
მოამზადა: Onlinetarot.ge