მაღალი არკანები

ეტლი

ეტლი – პრაქტიკული მნიშვნელობა

ტაროს დასტა – Rider Waite



სტიქია: წყალი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი: – კირჩხიბი.
პლანეტა: მთვარე.
ჩაკრა: მანიპურა (მზის წნული).
ნუმეროლოგია: 7.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: XVI – კოშკი.
ებრაული ასო: ზაიინ.
ცხოველი/ფრინველი: კირჩხიბი. კუ. სფინქსი.
არკანის სხვა სახელწოდებები: ჰერმესის ეტლი. გამარჯვებული მეომარი. განსაკუთრებული ძალა.

არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:

არკანზე გამოსახულია გამარჯვებული ადამიანი, საბრძოლო აბჯარში. ის არის გამარჯვებული მტრებთან ბრძოლებში და ბუნების საიდუმლოებების შეცნობაში. მცოდნე, მოაზროვნე, მამაცი და ცნობისმოყვარე ადამიანი. მან მიატოვა ყველაფერი და გაემგზავრა მოგზაურობაში, ის ეძებს ძალას და არ ეშინია რისკის. მას ზეცა იცავს. მის თავზე არის ვარსკვლავი. მამაკაცის მხრებს ამშვენებს ნახევარმთვარეები – მას უკავშირებენ არკანის მმართველ ნიშან კირჩხიბს და სიმბოლოა ახალი საწყისის. მეეტლე თავდაჯერებულად მართავს ოთხკუთხა ეტლს, რომელსაც ორი სფინქსი – სიბრძნის სიმბოლოები წარმართავენ. თეთრი სფინქსი არის გამარჯვება და სიკეთე, ბედის ნათელი მხარეები. შავი სფინქსი კი არის ბოროტება და დამარცხება. ისინი ანელებენ მოძრაობას. ეს არის შეურიგებელი ძალები, რომლებიც სიმბოლოა მის სულში მებრძოლი შინაგანი კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების – მეეტლემ უნდა დაიმორჩილოს ისინი, რადგან მის ხელთ არავითარი სადავეები არ არის, სფინქსები მასზე არ არიან მიბმულნი. წინსვლა დამოკიდებულია მხოლოდ მეეეტლის გონების სიძლიერესა და ლოგიკაზე. ის მიდის საზღვრის გასწვრივ, რომელიც ჰყოფს პოლარობებს. მიანიჭეთ უპირატესობა თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში ერთ მხარეს და მთელი ეტლი ,,გაფრინდება” ბილიკიდან გზის პირას.

საკვანძო სიტყვები:

გამარჯვება. დაბრკოლებების გადალახვა. გადაწყვეტილების მიღება. წარმატება. გამართლება. აბიცია. ნებისყოფა. გამბედაობა. თვითდისციპლინა. ფოკუსირება. კონტროლი. მოქმედება. მმართველობა. მტრების დამარცხება. პრობლემების გადაჭრა. ცვლილებები. ტრიუმფი. მოგზაურობა. გადაადგილება. მიზნისკენ მოძრაობა. ფოკუსირება. მოტივაცია. ნდობა. პროგრესი. ძლიერი ხასიათი. სოციალური მიღწევები.

მკაფიო მიზანი. მოძრაობა. წარმატებისკენ მიმავალი გზის დასაწყისი. კონცენტრაცია. განსაზღვრა. გამძლეობა. გამბედაობა. ნებისყოფის სიმტკიცე. ამბიცია. თვითკონტროლი. სქელი დამცავი ჯავშანი. ემოციური სიახლოვე. შიდა კონფლიქტის დაბალანსება. დაბრკოლებების გადალახვა. ოსტატობა. მწვერვალის მიღწევა. გამარჯვება. ექსკლუზიური ძალა. წარმატებები ფინანსურ ოპერაციებში. ტრანსპორტი. მართვის მოწმობის აღება. მანქანის ყიდვა. წარმატებებს გისურვებთ მოგზაურობებში.

ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:

ძალაუფლება. შეყოვნება. კონტროლის არარსებობა. არასტაბილურობა. უარყოფა. დამარცხება. სიმხდალე. იმედგაცრუება. აგრესია. მიმართულების და თვითკონტროლის ნაკლებობა. უძლურება. დანაკარგი. იძულება. დაბრკოლებები. რთული/დაძაბული პერიოდი. სასიყვარულო ურთიერთობებში ძალდატანება. ყოყმანი ფინანსურ გადაწყვეტილებებში. ამბიციის ნაკლებობა. ავტოსაგზაო შემთხვევები. კანონების და წესების დარღვევები. გადამეტებული რეაგირება. განვითარების და წინსვლის შეფერხება. გაზრდილი ეგო. სხვების პრობლემების და გრძნობების უარყოფა. არჩევანისგან გამოწვეული პრობლემები. პასუხისმგებლობის არიდეება.

საქმიანობის სფეროები:

ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი. ჟურნალისტი. გაყიდვების აგენტი. სამსახური სადაც ხშირია მივლინებები. მძღოლი. ტრანსპორტიორი. მოგზაური. სპორტსმენი. მხედარი.

ეტლის მნიშვნელობებია:

საკუთარი მიზნებისა და მისწრაფებების გაცნობიერება, კარდინალური ცვლილებების სურვილი, საკუთარი ნების დადასტურება, ტრიუმფი.

ეს არკანი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მზად არის გაარღვიოს ან მიატოვოს (ან უკვე მიტოვებული აქვს) ძველი ამოცანები, ინტერესები და ცხოვრების წესი. ახლა ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და აქვს მზაობა წავიდეს წინ, ახალი პერსპექტივებისაკენ.

არკანი ეტლი შესაძლოა ასევე აღნიშნავდეს გამბედაობას, ცნობისმოყვარეობას – როგორც მამოძრავებელ ძალას, რისკებისა და შესაძლო ჩავარდნების შიშის გარეშე. უფრო მეტიც, ეს სწორედ ის გამბედაობა, ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მოყვარეობაა რომელიც უბიძგებს ადამიანს აღმოჩენებისაკენ, კვლევისაკენ და მოგზაურობისკენ.

კომბინაციებში:

თუ არკან ეტლთან ერთად კომბინაციაში ამოდის “მაგი“, არკანი “ქურუმი ქალი” ან თუნდაც “ვარსკვლავი“, ეს შესანიშნავია.
მაგთან” – ნიშნავს, რომ ადამიანი საკუთარი თავის უფროსია, აქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად. ის არ არის დამოკიდებული ვინმეზე ან რამეზე.
ქურუმ ქალთან” ერთად ნიშნავს, რომ ადამიანი შეძლებს გააცნობიეროს ყველაფერი დაფარული და გასაიდუმლოებული.
ვარსკვლავთან” მიუთითებს, ადამიანის სურვილებისა და მისწრაფებების ზეციური ძალების მიერ დადასტურებაზე. იღბალი და წყალობა ყოველთვის მის მხარეს იქნება.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: ვერძი, როგორც ძალების ნაკადი.

არკანი “ეტლი” მიანიშნებს თქვენს მნიშვნელოვან წინსვლაზე. ის მიუთითებს, რომ თქვენ ამოვარდით ძველი ინტერესების წრიდან და სვლა ახალი გზით დაიწყეთ. ამ მისწრაფებებით მიილტვით, თავისუფლებისკენ, ამბიციებისკენ, დაკარგული სამოთხის ძიებისკენ ან უბრალოდ გაქვთ თვითრეალიზაციის წყურვილი. ეტლი – ეს ერთადერთი კარტია ტაროს დასტაში, რომელშიც მსგავსი იმპულსებით დაკავშირებულია ბედნიერებასთან და საკუთარ თავში დარწმუნებულობასთან. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, წარსულთან დამშვიდობებას თან სდევს შიში და სულიერი სიმძიმე. ამ შემთხვევაში კი – გამბედაობა და ცნობისმოყვარეობაა –  ადამიანი საკუთარი ძალებით მიიწევს წინ და არ ეშინია გარისკვის.
არკანი სიმბოლიზირებს ძალასა და მოხერხებულობას (ეტლის მართვისას), მაგრამ ასევე მიუთითებს გამოუცდელობაზეც (მოგზაურობა უცხო ადგილებში). ამიტომაც, ეს კარტი ასევე უნდა აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება – არ გადავამეტოთ საკუთარი ძალების შეფასება.  ნუ იქნებით ზედმეტად თვითდაჯერებული და არ დაუშვათ, რომ წარმატებებმა თავბრუდაგახვიოთ. უმჯობესია დროულად გააცნობიეროთ, თუ რამდენი გაქვთ კიდევ სასწავლი.



მოამზადა: Onlinetarot.ge