ქურუმი ქალი
ქურუმი ქალი – პრაქტიკული მნიშვნელობა
სტიქია: წყალი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი: კირჩხიბი.
პლანეტა: მთვარე.
ჩაკრა: აჯნა (მესამე თვალის ჩაკრა) და სვადჰისტანა (საკრალური ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 2.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: XI – მართლმსაჯულება და XX – სამსჯავრო.
ებრაული ასო: ბეტი.
ცხოველი/ფრინველი: ძაღლი. აქლემი. წერო.
არკანის სხვა სახელწოდებები: მღვდელმთავარი. პაპესსა. ისისი. სიბრძნის დედა. საკურთხევლის კარიბჭე. ტაძრის კარიბჭე. მთვარის ქალღმერთი. ჰეკატე.
არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:
არკანზე ვხედავთ მჯდომარე ქალს. ის არის მშვიდი, გაწონასწორებული და აბსოლუტურად მიუკერძოებელი. მისი სახე გამოხატავს სამყაროსგან განშორებას და ტრანსში ჩაძირვას. უკანა ფონი დაფარულია ფარდით, ცნობისმოყვარეებისა და უცოდინრებისგან სიმართლის დამალვის ნიშნად.
ქალი ზის ქალღმერთის – ისისის ტაძრის შესასვლელთან, შავ-თეთრ სვეტებს შორის:
შავი სვეტი – ქალი. (ენერგიის მიმღები).
თეთრი სვეტი – მამაკაცური. (ენერგიას გამცემი).
სვეტები ჰგავს კარიბჭის შესასვლელს, სხვა განზომილებაში, ქურუმი ქალი კი მისი მცველივით ზის.
სვეტებზე არის ებრაული ასოები J და B – რაც ნიშნავს Jachin – მზე და Boaz – მთვარე. (ასევე სტაბილურობა და ძალა). ამ ასოებით მეფე სოლომონმა ბრძანა, იერუსალიმში თავის აშენებულ ტაძარში ორი სვეტის გაფორმება. აქედან მოდის სახელწოდება „საკურთხევლის კარიბჭე“. Y და B სიმბოლოა დაპირისპირებულ მხარეთა ერთიანობის – დღე და ღამე, კაცი და ქალი, ცნობიერი და ქვეცნობიერი, სიმართლე და ტყუილი, სინათლე და სიბნელე, სიცოცხლე და სიკვდილი.
ქურუმი ქალი ზის სვეტებს შორის და მათ ერთმანეთისგან ჰყოფს. ის არცერთ მხარეს არ ემხრობა. მან იცის, რომ (მხოლოდ ერთად) ისინი ქმნიან ერთ მთლიანობას.
სვეტებს შორის გადაჭიმული ფარდა – ქალწულობის სიმბოლოა.
ქურუმი ქალი ასოცირდება ჰეკატესთან, ჯადოქრობისა და მაგიის ქალღმერთთან და მფარველთან, რომელიც ხალხს უგზავნიდა ხილვებს, აძლევდა ნათელხილვის ნიჭს. ჰეკატე მთვარის ქალღმერთია. ქურუმი ქალის კავშირი მთვარესთან ასევე აისახება მის გვირგვინზე. ეს არის მთვარის ფაზები: მატება, სავსე და კლება. ახალგაზრდობა, სიმწიფე და სიბერე.
ქალს ხელში უჭირავს ცოდნისა და კანონების წიგნი – თორა, რომლითაც ადამიანებმა უნდა იცხოვრონ. წიგნი, რომელიც მუხლებზე დევს და ნახევრად დაფარულია მოსასხამის ქვეშ, ნიშნავს, რომ საიდუმლოებები მხოლოდ მარტოობაში ვლინდება ბრძენი ადამიანებისთვის, რომლებიც მართავენ საკუთარ თავს.
საკვანძო სიტყვები:
ინტუიცია. მიუწვდომლობა. თავდაჯერებულობა. მისტიურობა. სულიერება. მგრძნობიარობა. ცოდნის წყურვილი. საიდომლოება. ქვეცნობიერი. შემოქმედება. ძალა. მფარველობა. ურთიერთგაგება. ნაყოფიერება. გამჭრიახობა. იდუმალება. მეცნიერება. გაგება. ქალურობა. საიდუმლო ცოდნა. ქვეცნობიერი. მისტიკა. სიბრძნე. სულიერი განვითარება. შინაგანი ხმა. უგონო მდგომარეობა. გამჭრიახობა. არაცნობიერი. შინაგანი სამყარო. იდუმალება. ინიციაცია. საიდუმლოებები. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს.
საიდუმლო ცოდნა. საიდუმლოებები. მეხსიერება. ფარული პრობლემები. გარემოებები წარსულში. ფსიქოლოგია. ოკულტიზმი. ინტუიცია. წინასწარმეტყველების ნიჭი. წინასწარმეტყველური სიზმრები. ფარული ნიჭი. ქვეცნობიერი. დახვეწილი აღქმის უნარი. უმაღლესი კანონისა და წესრიგის გამგებლობა. შინაგანი ჭვრეტა. მედიტაცია. სიმშვიდე. პასიურობა. მოძრაობა ნაკადთან ერთად. ძალა სიჩუმეში. კრეატიული აზრი. სიბრძნე. Მეცნიერება. დახმარება. რჩევა. სიტყვა. მიუკერძოებლობა. განშორება. ჰარმონია. წონასწორობა. დახვეწა. სულიერი ძალა. მორალური პრინციპები. ფიზიკური ხიბლი. დაბალი ლიბიდო. ქალწულობა. ცხოვრება მამაკაცის გარეშე. დაუქორეინებლობა. Მეტოქე.
ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:
ზედაპირულობა. ფარული მოტივები. დაბნეულობა. საიდუმლოებები. გაურკვევლობა. დუმილი. ჩახშობილი ინტუიცია. ფსიქიკური ძალების დაბლოკვა. უკონტროლო აფეთქებები. სექსუალური დაძაბულობა. ჩახლართული საქმეები. თვითრწმენის ნაკლებობა. ემოციური არასტაბილურობა. სიყვარულის დამალვა. გადაჭარბებული ემოციურობა. ცოდნის და სულიერების ნაკლებობა. რჩევების უგულველყოფა/არ მოსმენა. იმედგაცრუება. სოციალურ ცხოვრებაში დაბრუნება. სიზარმაცე. უნდობლობა. ბუნდოვნობა. ღალატი. ჰორმონალური პრობლემები. მენოპაუზა. ნაყოფიერების პრობლემები. კოშმარები. უსიამოვნო მოგონებები. მარტო დარჩენა. ნაკლები გოგო მეგობრები. არაქალურობის შეგრძლება. იზოლირების პერიოდის დასრულება.
საქმიანობის სფეროები:
აღმასრულებელი პოზიცია. ქალი – გამომძიებელი. მკურნალი და ბედისწერის წინასწარმეტყველი. მეცნიერული საქმიანობა. ფსიქოლოგია. ოკულტიზმი. ექსტრასენსი. მთარგმნელი. ძიძა. მომვლელი.
ქურუმი ქალი – სიმბოლოა განვითარებული ინტუიციის. მას შეუძლია აღიქვას შინაგანი ხმა და მისი გამოძახილი ბოლომდე შეიგრძნოს.
გაშლისას – ეს არკანი შეგახსენებთ, რომ საჭიროა იმოქმედოთ აუჩქარებლად, მიიღოთ მომლოდინე პოზიცია და მიმდინარე მოვლენებს საშუალება მისცეთ თავისით განვითარდეს.
ეს არკანი ზოგიერთ სიტუაციებში სრულიად გარკვევით მიუთითებს ექსტრასენსორულ მიდრეკილებებს/შესაძლებლობებს.
“იეროფანტთან” ან “განდეგილთან” ერთად მიუთითებს შესაძლებლობას, რომ განჭვრიტო მომავალი (განსაკუთრებით თუ არკან “ვარსკვლავთან” ერთად ამოვიდა). ამასთანავე ეს არ ნიშნავს, რომ შეგრძნებები ყოველთვის გაცნობიერებული ან მკაფიოდ აღქმადია.
ქურუმი ქალი – არის ასევე სიღრმისეული გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი არ შეიძლება, იყოს გაგებული და აღქმული ლოგიკის და საღი აზრის შესაბამისად.
ასეთი კარტი მიუთითებს ჭეშმარიტების სწორ ფარობითობასა და მის სწორად გააზრებაზე. ზოგჯერ ყველაფერი რაც საყოველთაოდ არის მიღებული არ არის უტყუარი და ჭეშმარიტი. გარდა ამისა, ეს არკანი შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ არსებობს რაღაც საიდუმლო ან დაფარული ინფორმაცია, რომელზეც ფარდის ახდა შეუძლებელია.
ქურუმი ქალი “მზესთან” ერთად ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: მთვარე – როგორც ჩვენი „მთვარეული“ ცნობიერების სიმბოლო, ინტუიცია და ჩვენი ქვეცნობიერი ძალების შესაძლებლობა. წყლის სტიქია.
ქურუმი ქალი – განასახიერებს ჩვენს გაუცნობიერებელ ძალებს როგორებიც არის – ინტუიცია, წინათგრძნობა, ხშირად აუხსნელი, მაგრამ საკმაოდ მტკიცე რწმენა რაიმეს მიმართ. ეს არის გასაღები იმ იდუმალი ჭეშმარიტებისა, რომელიც უსხლტება ლოგიკურად მოაზროვნე გონებას. მან იცის, რომ სიმართლე, რომელსაც სიტყვებით გამოვხატავთ, არასოდეს არის მარადიული. მისი ნათელი მხარე არის მოთმინების, გაგების, თანაგრძნობის, სიკეთისა და პატიების უნარის გამოხატვა. ქვეცნობიერის ძალების გამოყენება ხალხის საკეთილდღეოდ – დახმარების, განკურნების, ნათელხილვის საშუალებით. მისი ჩრდილოვანი მხარე შეესაბამება „ბნელი დის“ არქეტიპს, რომელიც იყენებს თავის სულიერ შესაძლებლობებს სხვების მახეში გასაბმელად, გასატყუებლად ან სხვაგვარი ზიანის მისაყენებლად. თუმცა ტაროში ყველაზე ხშირად აღინიშნება ქურუმი ქალის ნათელი, კეთილი მხარე. ის ითვლება „სამი მფარველი ანგელოზიდან“ ერთ-ერთად, რადგანაც ქრისტიანული მითოლოგიის თანახმად წმინდა ქალწულს შეუძლია მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანი გახადოს დაცული და ხელშეუხებელი.
მოამზადა: Onlinetarot.ge