ვარსკვლავი

ვარსკვლავი – პრაქტიკული მნიშვნელობა



სტიქია: ჰაერი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მერწყული.
ჩაკრა: საჰასრარა (გვირგვინის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 8.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: VIII – ძალა.

საკვანძო სიტყვები: იმედი. რწმენა. მიზანი. ნდობა. შთაგონება. კეთილშობილება. შემოქმედება. სიმშვიდე. კმაყოფილება. განახლება. ინტუიცია. ოცნებების ასრულება. სულიერება. განკურნება. სასიამოვნო გარდაქმნები. პოზიტიურობა. გაახალგაზრდავება. უშფოთველობა. კარგი მომავალი. კრეატიულობა. მოულოდნელი დახმარება. შინაგანი ალღო. ფანტაზია. შესაძლებლობები. მკურნალობა. უსაფრთხოების შეგრძნება. სიწმინდე. სჩუქარი. უმაღლესი მე. დახმარება.

საქმიანობის სფეროები: ასტრონომი. ასტროლოგი. შტურმანი. მფრინავი. კოსმონავტი. ელექტრიკოსი. საესტრადო შემსრულებელი. ფილოსოფი. ხელოვნებათმცოდნე. ქიმიკოსი (კრისტალიზაცია). ეკოლოგი. მუშაობა აღდგენად რესურსებთან. სამრეცხაო და დასუფთავება. მხატვარი. პოეტი. მწერალი. მუსიკოსი. ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია სარეკლამო სფეროსთან. ოჯახური ბიზნესი.

ვარსკვლავი – ეს არის არკანი იმედებისა და პერსპექტივების. ის მიგვითითებს, რომ წარმატების, დადებითი შედეგის, გეგმების რეალიზაცის და მიღწევის იმედი უნდა გვქონდეს – რადგანაც ამისათვის გვაქვს ყველა შესაძლებლობა.

არკანი ვარსკვლავი – ეს არის რჩევა, რომ ვირწმუნოთ უმაღლესი ძალების მფარველობა. რომლებიც საჭირო დროს აუცილებლად მომართავენ ყოველგვარ ძალისხმევას საჭირო მხარეს.

ეს არკანი სიმბოლიზირებს ჰარმონიას – როგორც საკუთარ თავთან ასევე გარე სამყაროსთან. ამასთან, ამ სიტუაციაში უნდა გააცნობიეროთ, რომ არსებული პერსპექტივები არ არის ამ ეტაპისთვის, არამედ პირიქით-საკმაოდ შორეულია. ასე რომ, შესაძლოა ამ მომენტისათვის პროგნოზირებისას ჯერ არ იყოს განსასაზღვრად ხელმისაწვდომი.

თუ კი გაშლაში არკანი ვარსკვლავი აღმოჩნდა კომბინაციაში “მაგთან” ერთად, მაშინ ის მიგვითითებს ახლი წამოწყებებისთვის იღბლიან და შესაფერის მომენტზე.
ასევე, ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ ვარსკვლავისა და “იეროფანტისკომბინაციას, რაც მიგვითითებს იმედების გამართლებასა და სასურველი სულიერი დონის მიღწევაზე.
ბედის ბორბალთან” ერთად – ეს არის ძალიან ბედნიერი პერსპექტივები.
ხოლო არკანსამყაროსთან– მიგვითითებს გარკვეული ნიჭის გამჟღავნებაზე.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: იუპიტერი მე -11 სახლში, როგორც ახალი ჰორიზონტის მფარველი და გამხსნელი.

ვარსკვლავი – არის იმედის, სიბრძნისა და სამყაროში არსებული ურთიერთკავშირების გაგების არკანი. ის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ამჟამად ვაკეთებთ ან ვგეგმავთ ისეთ რამეებს, რომელთა შედეგები მხოლოდ და მხოლოდ შორეულ მომავალში გამოჩნდება. მაგრამ სწორედ ამიტომ, შესაძლოა არ გვქონდეს ბოლომდე გაცნობიერებული თუ რას ვაკეთებთ. მხოლოდ მომავალში გახდება ცნობილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიგვიღია წარსულში (დღეს), არკანი ვარსკვლავის ნიშნის ქვეშ. ისევე, როგორც თესლს სჭირდება დრო გასაზრდელად და მცენარედ გასახდომად, ასევე ვარსკვლავიც არ ამჟღავნებს მომენტალურად, თავის ნაყოფიერ ქმედებას. ტრადიციულ ტაროში, ვარსკვლავი უმეტესწილად ითვლებოდა სამი მფარველი ანგელოზიდან ერთ-ერთად, რომელიც პირდებოდა ჩაფიქრებული საქმიანობის წარმატებულ დასასრულს.

მოამზადა: Onlinetarot.ge

შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ: