იეროფანტი – პრაქტიკული მნიშვნელობა

სტიქია: მიწა.
კი/არა: ნეიტრალური.
ზოდიაქოს ნიშანი: კურო.
პლანეტა: ვენერა.
ჩაკრა: ვიშუდჰა (ყელის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 5.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: XIV – ზომიერება.
ებრაული ასო: ჰე.
ცხოველი/ფრინველი: ხარი.
არკანის სხვა სახელწოდებები: მღვდელმთავარი. ქურუმი. წინასწარმეტყველი. გურუ. კერპი. ორაკული. მასწავლებელი. ბრძენი მენტორი. მრჩეველი. ოსტატი.
არკანის აღწერა და სიმბოლიზმი:
იეროფანტი პაპის წითელ სამოსში ზის ტახტზე, ტაძრის ორ სვეტს შორის – ისინი სიმბოლურად განასახიერებენ ერთის მხრივ კანონს, ხოლო მეორეს მხრივ, თავისუფლებას – უფლებას დაემორჩილო თუ არ დაემორჩილო. მის წინაშე, პატივისცემით ქედს იხრის მისი სამწყსო. ყველა მიდის მასთან რჩევისთვის. იეროფანი ატარებს მთავარეპისკოპოსის მიტრას. იგი მარჯვენა ხელით აკურთხებს თავის მოწაფეებს. მარცხენა ხელში კი პაპის სამმაგი ჯვარი უჭირავს – ეს ნიშნავს სამი სამყაროს ცოდნას: მიწისქვეშა, მიწიერი და ზეციური. ეს არის ადამიანებზე ძალაუფლების სიმბოლო და უმაღლესი სულიერი ავტორიტეტი. მის ფეხებთან არის სამყაროს საიდუმლოებების ორი გადაჯვარედინებული გასაღები. ის მზად არის გაუზიაროს ეს ცოდნა თავის სტუდენტებს.
საკვანძო სიტყვები:
ტრადიციული ღირებულებები. ქორწინება. ჯვრისწერა. რელიგია. რწმენა. ნდობა. ცოდნის გაზიარება. თანაგრძნობა. მოთმინება. საიმედოობა. ვალდებულება. ძალაუფლება. სტაბილურობა. სულიერი სიბრძნე. მორალი. ეთიკა. სოციალური ჯგუფები. განათლება. ცოდნა. სულიერი სიყვარული. სულიერი მრჩეველი. ტრადიციული ინსტიტუტები. ერთგული მეგობარი.
კონსერვატიზმი. ტრადიციები. დადგენილი წესრიგი. საღვთო კანონი. უზენაესი სულიერი ავტორიტეტი. ოფიციალური ცერემონია. დაზვერვა. სწავლება. ცოდნა. სიბრძნე. ფილოსოფია. კარიერა. სიმტკიცე. პატივმოყვარეობა. თავშეკავება. სანდოობა. პასუხისმგებლობა. ოჯახი. ერთიანობა. მორალური ღირებულებები. სინდისი. მოთმინება. წესიერება. სათნოება. მოკრძალება. პატიოსნება. პასუხისმგებლობა. Შთაგონება.
ამოტრიალებული კარტის საკვანძო სიტყვები:
არატრადიციული ცხოვრების წესი. არატრადიციული ურთიერთობები. ცუდი რჩევები. შეცვლილი როლები. აჯანყება. არატრადიციულობა. ახალი მეთოდები. უვიცობა. წესების დარღვევა. ტრადიციების/რელიგიის უარყოფა. სასწავლებლის მიტოვება. ჰომოსექსუალური ურთიერთობები. ღალატი. მლიქვნელობა. ტყუილი. უნდობლობა. ცუდი სულიერი ლიდერი. ჩაშლილი ურთიერთობები/ქორწინება.
საქმიანობის სფეროები:
მასწავლებელი. მენტორი. იკონოგრაფია. მკურნალი. მისიონერი. ფსიქოლოგი. მრჩეველი. სასულიერო პირი. წიგნების გამყიდველი. მასწავლებელი სკოლაში ან უნივერსიტეტში. ნდობის ტელეფონის თანამშრომელი. ფსიქოთერაპევტი. ისტორიკოსი. ბიბლიოთეკარი. არქივარიუსი.
იეროფანტი – საერთო ჯამში აღნიშნავს რაიმე საკითხში ღრმად დარწმუნებულობას, რწმენის ძალას, ზნეობის პატივისცემასა და მის ურყევ დაცვას (მიუხედავად გარემოებებისა). შესაძლოა ეს არკანი განიმარტოს როგორც უპირობო ნდობა მასწავლებლების, ავტორიტეტების ან ოჯახის უფროსი წევრების მიმართ.
ადამიანი, რომელსაც ამოსდის ეს არკანი – არის ერთმნიშვნელად სათნო, ეთიკური და წესიერი.
იეროფანტის მნიშვნელობა სხვა არკანებთან ერთად ძლიერდება:
მაგალითად:
“კვერთხების ორიანთან” უნდა განიმრტოს, როგორც შეუდარებელი გმირობა და ბრძოლა სამართლიანობისათვის (თუნდაც საკუთარი ინტერესების საზიანოდ).
“თასების ტუზთან” – განიმარტება როგორც ღმერთის ღრმა რწმენა. ასევე მზაობა მკაცრად და მეთოდურად დაიცვან თავიაანთი რელიგიის ტრადიციები.
“ხმლების მეფესთან” თუ ამოვიდა – პიროვნება მოწოდებით არის მოსამართლე, ადვოკატი და გამომძიებელი.
ასტროლოგიური მნიშვნელობა:
ასტროლოგიური ნიშანია კურო.
იუპიტერი მშვილდოსანში.
ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: მზე მშვილდოსანში – მქადაგებელი, მასწავლებელი, რელიგიური ლიდერი.
იეროფანტი – განასახიერებს რწმენის და უდიდესი ნდობის სამყაროს, რომელიც დაფუძნებულია ურყევ ღირებულებებზე. უძველეს დროში, ტაროში იგი ითვლებოდა სამი მფარველი ანგელოზიდან ერთ-ერთად, რომელიც უზრუნველყოფდა წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში. ამაში საკმაოდ დიდი აზრი დევს, რადგანაც ზოგადად ნდობა და განსაკურებით საკუთარი თავისადმი ნდობა წარმოადგენს ცხოვრების და მომავლის მიმართ ნდობის საფუძველს. გარდა ამისა ეს კარტი სიმბოლიზირებს ეთიკისა და სათნოების გზას, ანუ იმ მორალურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებისეულ გეგმებს.
მოამზადა: Onlinetarot.ge