მაღალი არკანები

სამყარო

არკანი სამყარო

სამყარო – პრაქტიკული მნიშვნელობა


სტიქია: მიწა.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: სატურნი.
ჩაკრა: მულადჰარა (ფუძისეული ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 3.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: III-იმპერატორი ქალი და XII – დაკიდებული კაცი.

საკვანძო სიტყვები: იღბალი. წარმატება. ბედნიერება. მიღწევა. დასრულება. ჰარმონია. ნეტარება. თავისუფლება. კულმინაცია. სრულყოფილება. დაბალანსება. უსასრულობა. ერთიანობა. ცირკულაცია. გამგზავრება. მიგრაცია. შესრულება. კარგი ამბები. მთლიანობა. რეალობა. ჯილდო. კმაყოფილება. პოზიტიურობა. თვითრეალიზაცია. რეალობა. ინტეგრაცია. საერთაშორისო მოგზაურობა. ახალი ნაცნობები. მნიშვნელოვანი მოვლენების დასრულება. ერთიანობა. ახალ ეტაპზე გადასვლა.

საქმიანობის სფეროები: მეცნიერი. მოგზაური. ფერმერი. სამშობიარო სახლი. მოცეკვავე. ცხოველებთან მუშაობა. ელჩი. დიპლომატი.

არკანი სამყარო არის იღბლის განსახიერება, მომენტი როცა საჭირო დროს საჭირო ადგილას ხარ. შინაგანი კმაყოფილება.

ადამიანი, რომელსაც ამოსდის ეს არკანი – არის ჰარმონიული, განიცდის ცხოვრების სიხარულსსა და სიამოვნებას, როგორც დასვენების პროცესში ასევე მუშაობისას.

თუ არკანი გამოიყენება სიტუაციის აღსაწერად – ყველაზე კარგად ხასიათდება, როგორც გარესამყაროსთან რეზონანსში ყოფნა და ენერგიით ავსება. არკანი სამყარო ჰგავს პირადი სამოთხის პოვნას, დიდი ხნის ნანატრი მიზნის მიღწევას. ამ არკანის შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ სიცოცხლის ციკლის გარკვეული ეტაპის დასრულებაზე. ასევე, შესაძლოა მიუთითებდეს მთელი ცხოვრების მისწრაფებების რეალიზებაზე.

თუ კი გაშილისას სამყაროსთან ერთად ამოვიდა არკანი “იმპერატორი ქალი” ეს მიანიშნებს მემკვიდრეობის მიღებაზე.
ხოლო, არკან “ეტლთან” – ხასიათდება, როგორც სრული გამარჯვება რთულ და სარისკო საქმეში.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: იუპიტერი თევზებში, როგორც განთავისუფლების სიმბოლო, ან იუპიტერი ჰარმონიული ასპექტით სატურნთან, როგორც ბედნიერი დასასრულის გამოხატულება.

არკანი “სამყარო” მიუთითებს ერთიანობის ხელახალ მოპოვებაზე, ჰარმონიასა და გარკვეული მოვლენების ბედნიერ დასასრულზე. რთულია ამ კარტის სილამაზის სიტყვებით გადმოცემა „დაშაქრული“ აღწერების და მორიგი ჰეფიენდის გარეშე.
გმირის მოგზაურობაში ეს არის ბედნიერი დასასრული, ხელახლა მოპოვებული სამოთხე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხასიათდება, როგორც მიზნის მიღწევა. ზოგჯერ, იშვიათ შემთხვევებში, ეს შეიძლება იყოს ცხოვრების მიზანი, მაგრამ ყველაზე ხშირად იგულისხმება მომდევნო ეტაპი. ყოფით ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მასში საბოლოოდ ვიპოვნეთ ჩვენი ადგილი, სწორედ ის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვისაა განკუთვნილი
შინაგანი სამყაროსთვის ეს არის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება, ჩვენი პიროვნების ფორმირება, ჩვენი თვითმყოფადობის გამთლიანება.
მოვლენების დონეზე, სამყარო მიუთითებს ბედნიერ პერიოდზე, როდესაც გულით გსიამოვნებს ცხოვრება. ეს არკანი შეიძლება ასევე მიუთითებდეს საერთაშორისო კავშირებზე ან მოგზაურობაზე.

მოამზადა: Onlinetarot.ge