ზომიერება პრაქტიკული მნიშვნელობა


სტიქია: ცეცხლი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი: მშვილდოსანი.
პლანეტა: იუპიტერი.
ჩაკრა: ანაჰატა (გულის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 5.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: V – იეროფანტი.

საკვანძო სიტყვები: ბალანსი. მშვიდობა. ბედნიერება. მოთმინება. ზომიერება. შინაგანი სიმშვიდე. პერსპექტივა. ჰარმონიული ურთიერთობები. წონასწორობა. თვითკონტროლი. გონიერება. მიზანი. უშფოთველობა. პრობლემების გადაჭრა. სტაბილურიად მიზნებისკენ სვლა. თავდაჯერებულობა. სულიერი და მატერიალური განახლება. რეგენერაცია. ზრუნვა. შინაგანი ძალა.

საქმიანობის სფეროები: მასწავლებელი. დიპლომატი. ეკონომისტი. ბუღალტერი. კადრების მმართველი. სოციალური სფეროები. ავადმყოფების ან ბავშვების მომვლელი. ექიმი. მკურნალი. აფთიაქარი. ქიმიკოსი. მეღვინე. კონდიცირება. წყალმომარაგება და სანიტარია. უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ღვთისმსახური. ყველაფერი რაც დაკავშირებულია ელექტროობასთან, ავიაციასთან და კინემატოგრაფიასთან.

ზომიერების მთავარ მნიშვნელობას წარმოადგენს – ჰარმონია, ბალანსი, ოქროს შუალედი.

თუ არკანი ზომიერება ამოდის რაღაც სიტუაციაზე გაშლისას მაშინ მისი ინტერპრეტაცია შეიძლება როგორც წინაღობების გადაჭრა/მოგვარება.

თუ კი გაშლა ეხება ადამიანს – ინტერპრეტირდება როგორც სულიერი სიმშვიდე და მოდუნებულობა. რაც მიიღწევა როდესაც ჩვენ შევიყვარებთ საკუთარ თავს და ვიქნებით სამყაროსთან ჰარმონიაში.

ასევე ერთ-ერთი გავრცელებული და სწორი მნიშვნელობებია:
კურნება, გამოჯანმრთელება, ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის კრიზისის დაძლევა, განსაკუთრებით არკან “მთვარესთან” ერთად.

თავისი არსით ზომიერება – ეს არის ყველაზე სწორი, ოპტიმალურად შერჩეული გამოსავალი. სწორედაც, რომ ბუნებასთან ჰარმონიულ ყოფნაზე მიუთითებს კომბინაცია – “ზომიერება” და “იმპერატორი ქალი“.
ხოლო მოქმედებაში, ოქროს შუალედზე მიუთითებს არკან “ძალასთან” ერთად. ასევე მიუთითებს აუცილებლობაზე, თუ სად რა და როგორ უნდა თქვა და მოიქცე.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: ვენერა როგორც ჰარმონიისა და ბალანსის სიმბოლო.

არკანი ზომიერების მნიშვნელობა უფრო მეტად გასაგები გახდება მას შემდეგ, თუ ჩვენ გადავთარგმნით მას, როგორც „სწორი ღონისძიება“. ზომიერება არის არკანი „ეშმაკი“ -ს (რომელიც სიმბოლიზირებს ზღვარგადასულობას) სრულად საწინააღმდეგო დადებითი გამოვლინება. ზომიერება ხასიათდება ისეთი თვისებებით , როგორებიც არის ჰარმონიულობა, დაბალანსირებულობა, უბოროტობა და სულიერი სიმშვიდე. ეს კარტი შეესაბამება იმ ბედნიერ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი გრძნობს და უყვარს საკუთარი თავი. შესაბამისად, სრულ ჰარმონიაში იმყოფება გარე სამყაროსთან. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, ფსიქიკურს ან ფიზიკურს, არკანი „ზომიერება“ ნიშნავს კარგად ყოფნას ან გამოჯანმრთელებას.

მოამზადა: Onlinetarot.ge