მთვარე – პრაქტიკული მნიშვნელობა
სტიქია: წყალი.
კი/არა: არა.
ზოდიაქოს ნიშანი: თევზები.
პლანეტა: პლუტონი.
ჩაკრა: აჯნა (მესამე თვალის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 9.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: IX – განდეგილი.
საკვანძო სიტყვები: ინტუიცია. ოცნებები. ილუზიები. ბუნდოვნება. არასტაბილურობა. მოტყუება. წუხილი. სენტიმენტები. შფოთვა. შიში. არასტაბილურობა. ქვეცნობიერი. ხიფათი. დაუცველობა. დაფარული ინფორმაცია. მისტერია. საკუთარი თავის შეცნობა. ემოციურობა. დაბნეულობა. ხედვები. რისკი. გაფანტული აზრები. ყურადღების გადატანა. აბსტრაქციული აზროვნება. მენტალური პრობლემები. ილუზიები. კოშმარები. ინტუიცია. დროის გაწელვა. საიდუმლოებები. უგონო მდგომარეობა. მომავლის შიში. ბურუსით მოცული ურთიერთობები. რისკი. ბოდვა. იყავი ფრთხილად.
საქმიანობის სფეროები: უსაფრთხოების სამსახური. ილუზიონისტი. ეზოთერიკოსი. ექსტრასენსი. დაპროექტება. ფსიქოლოგია. ფოტოგრაფია. კინემატოგრაფია. ინტერნეტი. ვირუსოლოგი. ჯაშუშობა. ცოლი. დედა. კარგი პოლიტიკოსი. პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე. ნათელმხილველი. ფსიქოლოგი. ფსიქოთერაპევტი.
მთვარე – ეს არკანი მიუთითებს რაღაც დამალულზე, დაფარულზე, არაცნობიერზე. ის მიანიშნებს სულის საიდუმლოებებზე, მის ყველაზე დაფარულ და ბნელ კუთხეებზე.
არკანის ყველაზე ნათელი მხარეები – ეს ჩვენი ფანტაზიებია, წარმოსახვის ნაყოფები, ოცნებები. მთვარე ირეკლავს იმას, რაც ცვლის ემოციურ ფონს, დღისა და ღამის ცვლილებასთან ერთად – სიზმრები, რომლებიც გვაწუხებს ღამ-ღამობით და იფანტება მზის ამოსვლასთან ერთად. უცნაური ხმები და ჩურჩულები, რომლებიც ბნელში ჩნდება და სრულებით გვავიწყდება დღის სინათლეზე.
არკანი მთვარე განსაკუთრებულად კარგად ინტერპრეტირდება სხვა კარტებთან კომბინაციაში. ასე ის გვაძლევს უფრო კონკრეტულ მიმართულებებს. მაგალითად:
არკან “მაგთან” ერთად მთვარე მოწმობს იმ ფაქტს, რომ ადამიანით მანიპულირებენ მისი დაურწმუნებლობით, მეოცნებეობით და სხვა.
არკან “ბედის ბორბალთან” ერთად მიგვითითებს ბუნდოვან მომავალზე.
არკან “ზომიერებასთან” ერთად მიანიშნებს ცვალებადობაზე.
ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: მთვარე მორიელში, როგორც “ბნელი ცოდნა”(სულის უფსკრული), ან მზე მე-7 სახლში, როგორც „მიწისქვეშა სამფეოში“ ჩასვლის სიმბოლო.
არკანი მთვარე – გვაცნობს სიბნელისა და ღამის იდუმალ სამეფოს, სულის ხატოვან სამყაროს, ჩვენი ოცნების, სიზმრებისა და მხილებების სამყაროს. მთვარის ნათელი მხარე არის რომანტიკული სიზმრები, ნათელი წარმოსახვა და მხატვრული ფანტაზია. მეორე მხრივ ამ არკანს აქვს ბნელი მხარეც, რომელიც ხსნის გზას სულის ყველაზე ღრმა და მივარდნილი ადგილებისკენ. ეს არის შიში, გაურკვევლობა, კოშმარები, პირქუში ნიშნები, ზოგადად, ნებისმიერი დაფარული და გაურკვეველი რამის მიმართ წინასწარ შექმნილი ცუდი აზრები. ეს არის მსგავსი იმ შიშისა რასაც ბნელ ტყეში ღამით ხეტიალის დროს ვგრძნობთ, ბნელ ტყეში – რომელიც დღისით უსაფრთხოდ გვეჩვენებოდა. სიბნელემ, რომელიც არ გვაძლევს გზის დანახვის შესაძლებლობას, გვასწავლა შიში. ეს ასევე შესაძლოა იყო ანტიკური, საშინელი დემონების შიში, რომლებმაც ჩვენს დროში ახალი სახელი შეიძინეს: ბაქტერიები, ვირუსები, მილიგრამები, ბეკერები, ჰაერის დაბინძურება, მჟავა წვიმა და ა.შ.
მოამზადა: Onlinetarot.ge