მზე – პრაქტიკული მნიშვნელობა



სტიქია: ცეცხლი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი: ლომი.
პლანეტა: მზე.
ჩაკრა: მანიპურა (მზის წნული)
ნუმეროლოგია: 1.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: X – ბედის ბორბალი და I – მაგი.

საკვანძო სიტყვები: პოზიტიურობა. თავისუფლება. მხიარულება. წარმატება. ოპტიმიზმი. სიცოცხლისუნარიანობა. სიამოვნება. ნდობა. თვითგამოხატვა. წარმატება. გილდოები. ენთუზიაზმი. მიღწევები. გამარკვება. ბედნიერება. სიმართლე. გახსნილობა. ორსულობა. აყვავება. სიუხვე. აღიარება. თვითრეალიზაცია. მოტივაცია. გამხნევება. ახალი მიმართულებები და მიზნები. ჯანმრთელობა. ზეიმი. მიზნების და სურვილების ასრულება. წვეულებები. სიხარული. სიყვარული. იღბლიანი ქორწინება. ორსულობა. ბავშვის დაბადება. სითბო. კარგი ფინანსური მდგომარეობა. წარმატებული საქმიანობა. პროდუქტიულობა. პრობლემების გადალახვა და მასზე გამარჯვება.

საქმიანობის სფეროები: ადამიანი რომელმაც მიაღწია წარმატებას შემოქმედებით სფეროში. მსახიობი. მომღერალი. მოლიტიკოსი. საჯარო პიროვნება. მსხვილი ორგანიზაციის მმართველი. ძალაუფლებიანი ადამიანი. მამა. ქმარი. მეცნიერების ან ხელოვნების სფეროებში მოღვაწე. ლიტერატორი. მხატვარი. შემოქმედებითი საქმიანობა. სამსახური, რომელიც დაკავშირებულია ბავშვებთან. ჟოკეი. შემდუღებელი. გადამდნობი. გამათბობელი სისტემის სპეციალისტი. ასტროლოგი. ინფორმაციული ტექონოლოგიები. მოწყალების და. ფერმერი.

მზე – სიმბოლიზირებს მზიან, ნათელ, ცხოვრებისეულ პერიოდს. ეს არის დრო ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის.

სიტუაციის ინტერპრეტირებისას მზე შეიძლება ნიშნავდეს რაღაც ახლის და დადებითის წარმოქმნას. ასევე, რაღაც პროცესის კულმინაციას.

ადამიანის დახასიათებისას – ეს არკანი განიმარტება როგორც სიცოცხლის მოყვარე, საკუთარ მომავალში დარწმუნებული. ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, ყოველი სიტუაცია ან პრობლემა აღიქვას მკაფიოდ და მარტივად გადაჭრას წინაღობები. გარდა ამისა, არკანი მზე თავის თავში მოიცავს ადამიანში არსებულ სულიერ ძალებს, რომელიც აიძულებს მას იაროს ნათელისკენ, გადალახოს და გაანათოს თავისი ბუნების ბნელი მხარეები.

არკანი მზის მნიშვნელობა უფრო მეტად ძლიერდება, თუ გაშლისას მის გვერდით ამოვიდა “მაგი” – ამ შემთხვევაში წარმატება აღარ უნდა ჩაითვალოს შემთხვევითობად, არამედ უნდა განიხილოს როგორც ბუნებრივი მოვლენა.
ხოლო არკან “იეროფანტთან” ერთად მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს ნათელი, სუფთა და ამაღლებული იდეალები.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: მზე – მე-5 სახლში, როგორც სიმბოლო ცხოვრებისეული სიხარულის, შემოქმედებითი პოტენციალი და თამაშით ტკბობა.

მზე – არკანი მზე გამოხატავს სიცოცხლის სიყვარულს, ცხოვრების სიხარულს, სითბოსა და მომავლის მიმართ ნდობას. ჩვენს ცნობიერებაში ის შეესაბამება იმ ძალებს, რომლებიც გვეხმარებიან სიცხადის მოპოვებაში, შფოთებისა და ღრმად გამჯდარი შიშების დაძლევაში, დაბნელობისა და გაუგებრობის გადალახვაში. გარდა ამისა, მზე განასახიერებს ახალგაზრდობასა და ისეთი განახლების შეგრძნებას, თითქოს და ადამიანი ხელახლა დაიბადა. ეს ცხოვრების ნათელი და მზიანი მხარეა. უფრო სიღრმისეულ დონეზე კი ეს არის რჩევა – რომ დავძლიოთ ჩვენში არსებული ბნელი მხარე და გამოვააშკარაოთ ჩვენი მზიანი და ნათელი მე. გავაცნობიეროთ და თვალი გავუსწოროთ ჩვენს „ჩრდილოვან მე-ს“ და მოვფინოთ მას ღვთიური ნათელი.

მოამზადა: Onlinetarot.ge