მაგი – პრაქტიკული მნიშვნელობა



სტიქია: ჰაერი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: – მერკური.
ჩაკრა: ვიშუდჰა (ყელის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 1.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: X – ბედის ბორბალი და XIX – მზე.

საკვანძო სიტყვები: გავლენა. ნებისყოფა. კონცენტრაცია. ბალანსი. უპირატესობა. შესაძლებლობები. ლოგიკა. კონტროლი. ინტელექტი. უნარი. კონცენტრაცია. ფიზიკური ძალა. თავდაჯერებული. ვნებიანი.შემოქმედებითი. ჩამოყალიბებული. გამოცდილი. ნიჭიერი. ჭკვიანი. კომუნიკაბელური. მაგი. მოქმედება. სურვილი. შესაძლებლობების გამოყენება. პროფესიონალი. შინაგანი ძალა. ენერგიის მოზღვავება. ყველაფრის ქონა – რაც მიზნის მისაღწევად სჭირდება ადამიანს.

საქმიანობის სფეროები: კომუმიკაციების მასტერი. მეთოდისტი. პოლიტიკოსი. ექიმი. მაგი. ილუზიონისტი. მარიონეტის ოსტატი. ჟუნგლიორი. მკერავი. მეწაღე. გაყიდვების წარმომადგენელი. მარკეტინგის სპეციალისტი. ოკულტისტი. მეცნიერი. თეორიტიკოსი  მკვლევარი. ლექტორი. მწერალი. ექიმი – ქირურგი. წარმატებული ადვოკატი. ფინანსური კონსულტანტი.

მაგი – ეს არის შესაძლებლობა, გააკეთო ის რაც გინდა. ასევე შეგრძნება, იმის რომ ყველა შესაძლებლობა შენს ხელშია.
ეს არის თავისუფალი ნების გამოხატულება და შესაძლებლობა, რათა კონცენტრირდე იმაზე რაც ხდება.

გაშლაში მაგი ამოსდის ადამიანს – რომელსაც აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი, აქვს მზაობა იმოქმედოს აქ და ახლა და შესწევს უნარი, მიყვეს თავის სიმართლეს ბოლომდე.
ეს არკანი მიუთითებს – დიდ სასიცოცხლო ძალაზე და პოტენციალზე, მათ შორის შემოქმედებითი თვალსაზრისით.
მაგს აქვს უნარი, მტკიცედ და ენერგიულად განახორციელოს თავისი გეგმები პრაქტიკაში. ის არის პროფესიონალიზმის სიმბოლო. აქვს შესაძლებლობა, გახსნას კვანძები, გადალახოს წინაღობები და დაძლიოს გაურკვევლობები.

პროგნოზირებისას: თუ მაგი ამოვიდა “მზესთან” ერთად – ეს ნიშნავს, პრიფესიონალიზმის სრულ აღიარებას.
ხოლო “კვერთხების ექვსიანთან” კი – დასახული მიზნებისაკენ აქტიურ სვლას ნიშნავს.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: მზე – როგორც ძალისა და სითბოს სიმბოლო.
მერკური – როგორც საზრიანობისა და მოქნილობის სიმბოლო.

მაგი – აღნიშნავს გონებას, გონებამახვილობას, ცხოვრების აქტიურ მდგომარეობას. ეს არის პერიოდი, როდესაც რთული პრობლემების წინაშე ვდგებით. საჭიროა გავუძლოთ წინაღობის სახით მოვლენილ გამოცდას. ამასთან, ჩვენში არსებული ცნობიერების სრული სიცხადე და ცხოვრებისეული ალღო გვეხმარება წარმატებით გავუმკლავდეთ მათ. მიუხედავად იმისა, რომ კარტი  მიუთითებს ცნობიერის დიდ პოტენციალზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეცნობიერის ძალები და ინტუიციის შესაძლებლობა ამ დროს უნდა უკუვაგდოთ. პირიქით, თვისებები, რომელზეც მიგვითითებს არკანი მაგი: მზაობა მოქმედებისთვის, წარმატების მიღწევისთვის, სწორედაც რომ ეფუძნება ცნობიერისა და ქვეცნობიერის ჰარმონიულ კავშირს. მხოლოდ და მხოლოდ თვითრწმენის წყალობით, რომელიც წარმოიქმნება ზემოთხსენებული ჰარმონიის შედეგად, ჩვენ მთების გადაადგილებასაც კი შევძლებთ.

მოამზადა: Onlinetarot.ge

პლანეტების განლაგება

მზე 09° მშვილდოსანი 38' 58"
მთვარე 20° ტყუპები 48' 04"
მერკური 29° მორიელი 19' 51"
ვენერა 12° მორიელი 11' 59"
მარსი 17° ვერძი 08' 08"
იუპიტერი 26° თხის რქა 13' 30"
სატურნი 28° თხის რქა 26' 29"
ურანი 07° კურო 30' 12" R
ნეპტუნი 18° თევზები 09' 51"
პლუტონი 23° თხის რქა 16' 42"
ქირონი 05° ვერძი 02' 17" R
TrueNode 19° ტყუპები 53' 32"
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე