სიახლეები, ისწავლე ტარო

ტაროსთან ურთიერთობის წესები

ტარო
ტარო

ტაროს კარტი ერთ-ერთი ყველაზე ცობილი და ძველი საშუალებაა, როგორც პროგნოზირებისთვის, ასევე საკუთარი თავის შესაცნობად. საუკუნეების განმავლობაში არაერთი გამოცდილი მაგი ტაროს კარტის მეშვეობით იღებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ტაროსთან ურთიერთობა არ გახლავთ მარტივი და აქვს განსაზღვრული წესები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია. ამ სტატიაში გთავაზობთ რამოდენიმე წესს, თუ როგორ ვიურთიერთოთ ტაროსთან.

1. ტაროს თითოეული დასტა და არკანი არის განსაზღვრული ენერგეტიკის მატარებელი. გარდა ამისა, იმ ადამიანების ენერგეტიკის მატარებელიც, ვისაც მასთან აქვს ან ქონიათ შეხება. ამიტომაც აუცილებელია, რომ სანამ დაიწყებდეთ ახლდაშეძენილ ტაროს დასტასთან მუშაობასა და კონტაქტის დამყარებას – გაწმინდოთ ის ენერგეტიკულად, შემდეგ კი საჭიროა ის თქვენი ენერგიით დამუხტოთ, რათა მასთან შეძლოთ კავშირის დამყარება და ინფორმაციის სრულყოფილად მიღება.

2. არა არის სასურველი ტაროს გაშლა, როდესაც აღელვებული ხართ ან ცუდად გრძნობთ თავს, რადგან ასეთ დროს შესაძლოა თქვენმა ემოციებმა არ მოგცეთ სწორი ინტერპრეტირების საშუალება.

3. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი ტაროსთან ურთიერთობისას არის ის, რომ მოექცეთ მას პატივისცემით. ნუ გამოიყენებთ გასართობად ან დროის გასაყვანად. რამდენადაც პატივისცემით მოექცევით თქვენს დასტას იმდენად მოგცემთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

4. გირჩევთ, რომ ერთიდაიგივე კითხვაზე არ გაშალოთ ორჯერ ან მეტჯერ, რადგან ეს მხოლოდ დაგაბნევთ და საბოლოო ჯამში ვერ მიიღებთ რელევანტურ ინფორმაციას.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები ტარომოყვარულები უშვებენ.
გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია, მნიშვნელოვანია ვენდოთ ტაროს და გვახსოვდეს, რომ ის ჩვენ გვაწვდის რეალურ ინფორმაციას და არა იმას რაც ჩვენ გვინდა. უნდა შეგვეძლოს მისი მიღება და არკანების სწორი, ობიექტური ინტერპრეტაცია.

5. ტაროს დასტა, რომელსაც გაშლებისთვის იყენებთ არ გამოიყენოთ მაგიური რიტუალებისთვის.

6. კითხვის დასმისას ეცადეთ ყოველთვის კარგად აჩეხეთ კარტი, რადგან ეს მოქმედებს, როგორც ერთგვარი წმენდის რიტუალი და საშუალებს გვაძლევს დავუკავშირდეთ არკანებს. როდესაც გაშლას დაასრულებთ ისევ აჩეხეთ დასტა და შემდგომ უკვე დააბრუნეთ მისთვის განკუთვნილ ადგილას.

7. ეცადეთ, რომ  სხვა ადამიანების არ მისცეთ თქვენს კარტთან შეხების უფლება, რადგან ამ ქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს თქვენს ენერგეტიკულ კავშირს ტაროს დასტასთან.

8. მათთვის, ვინც ახლა იწყებთ ტაროს შესწავლას, ძალიან კარგი იქნება თუ დაიწყებთ დღიურის წარმოებას, სადაც ჩაიწერთ ყველაფერს ტაროს შესახებ. (გაშლის მეთოდებს, განმარტებებს, საკუთარ გამოცდილებას, დაკვირვებებეს ტაროსთან ურთიერთობაში და აშ).

9. ბევრი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ტაროს გაშლა საკუთარი თავისთვის. თუმცა ეს არ წარმოადგენს რაიმე განსაზღვრლ და აუცილებელ წესს. უფრო მეტად ეს გახლავთ დამკვიდრებული მცდარი შეხედულებაა, რაც გამოწვეულია იმ მარტივი მიზეზით, რომ როდესაც საკუთარ თავს ვუშლით კარტს ხშირად რთულია ობიექტურობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, თუ რა კარტები ამოვა – ჩვენ მაინც ვცდილობთ ჩვენთვის ყველაზე სასურველი და მისაღები ინტერპრეტაცია მოვარგოთ. ამ ქმედებით კი შეცდომაში შეგვყავს საკუთარი თავი.

მოამზადა: Fey