სიახლეები, ისწავლე ტარო

როგორ გავწმინდოთ, გავააქტიუროთ და სად შევინახოთ ტაროს დასტა

დასტის ენერგეტიკა

თითოეული ტაროს დასტა, თითოეული არკანი არის გარკვეული ენერგეტიკის მატარებელი. გარდა ამისა, ტარო არის იმ ადამიანების ენერგეტიკის მატარებელი ვისაც ბანქო ხელში ეჭირათ, თუნდაც შორიდან ათვალიერებდნენ/უყურებდნენ მას. ამიტომაც მიზანშეწონილია დასტის პერიოდული გაწმენდა.

როგორ გავწმინდოთ დასტა?

ტაროს კარტის გაწმენდის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად სტიქიებით წმენდა ითვლება.

  • პირველი წმენდა ხდება წყლის სტიქიის მეშვეობით.
    დაალაგეთ ტაროს კარტი თანრიგის მიხედვით, სწორ მდგომარეობაში, შემდეგ ჩაალაგეთ წყალგაუმტარ პაკეტში/პარკში ან ქილაში. მას შემდეგ რაც კარგად დარწმუნდებით, რომ პაკეტში წყალი ვერ შეაღწევს მოათავსეთ გამდინარე წყლის ქვეშ დაახლოებით 20 – 30 წუთის განმავლობაში. აუცილებელი პირობაა რომ წყალი იყოს სუფთა. მანამ სანამ ტაროს კარტი გამდინარე წყლის ქვეშაა კარგი იქნება თუ თქვენ მოიკრებთ ენერგიას და დამშვიდებული გონებით დაიწყებთ ვიზუალიზაციას. წარმოიდგინეთ თუ როგორ სუფთავდება და იწმინდება წყლის მეშვეობით თქვენი ტაროს დასტა.
  • შემდეგ, იმავე პაკეტით ჩამარხეთ თქვენი დასტა მიწისქვეშ და დატოვეთ ასე მთელი ღამის განამავლობაში. ეს იქნება მიწის სტიქიით წმენდა. თუ ამისთვის გარემო არ გიწყობთ ხელს შეგიძლიათ ალტერნატიულ შესაძლებლობას მიმართოთ. მიწის ნაცვლად, ტაროს კარტი მთლიანად დაფარეთ მარილით და მთელი ღამით დატოვეთ ამ კონდიციაში.
  • ცეცხლის სტიქიით ტაროს წმენდა ხდება შემდეგნაირად: თითოეული არკანი, ძალიან ფრთხილად, რამდენიმე წამის განმავლობაში გადაატარეთ სანთლის ცეცხლზე, ისე რომ კარტი არ დააზიანოთ.
  • და ბოლოს დასტას ვწმენდთ ჰაერის სტიქიის მეშვეობით. ამისათვის საჭიროა დავანთოთ სურნელოვანი ჩხირები ან საკმეველი და ყველა არკანი სათითაოდ გადავატაროთ კვამლზე, შემდეგ კი გავიტანოთ ჰაერზე.

ტაროს დასტა მთელი დღის განმავლობაში უნდა იდოს მზეზე ხოლო ღამე – მთვარის შუქზე.

ამ ეტაპიების შემდეგ დასტა გაწმენდილია და მზად არის დასამუხტად.

შენიშვნა: არ არის რეკომენდირებული ტაროს ხშირი წმენდა 4 სტიქიის გამოყენებით.

იმისათვის, რომ შემდგომში არ დააბინძუროთ თქვენი ტარო
გაითვალისწინეთ რამოდენიმე წესი.

  1. არასდროს მისცეთ თქვენი სამუშაო დასტა სხვა ადამიანებს.
  2. როცა დაასრულებთ თქვენს დასტასთან ურთიერთობას, რამდენიმე წამით, სანთლის ცეცხლზე გადაატარეთ ის.
  3. კარტზე, რომელსაც იყენებთ პროგნოზირებისთვის, კატეგორიულად აკრძალულია მაგიური რიტუალების ჩატარება.

თუ კი იგრძნობთ, რომ თქვენი კარტი დაბინძურებულია ენერგეტიკულად და საჭიროა მისი გაწმენდა ამ შემთხვევაში საკმარისია დასტის წმენდა მხოლოდ ერთი სტიქიის მეშვეობით. ყველაზე მსუბუქი სახის წმენდად ითვლება წმენდა ჰაერის სტიქით. აგრეთვე, რეკომენდირებულია არკანების წმენდა მარილის მეშვეობით.

ტაროს აქტივაცია/დამუხტვა:

თუ დამწყები ხართ ან ტაროს დასტა ახალია, მაშინ აუცილებელია მისი აქტივაცია, რათა ის დაიმუხტოს, ენერგეტიკულად გაგეხსნათ და მოგაწოდოთ რელევანტური ინფორმაცია.

როგორ გავააქტიუროთ ტარო?

ტაროს გააქტიურება შესაძლებელია სტიქიებით: ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი.
ცეცხლის სტიქიით გააქტიურება – გადაატარეთ ტარო სანთლის ცეცხლს სიტყვებით: ” გააქტიურებ ცეცხლის ძალით”
მიწის სტიქიით გააქტიურება – დააყარეთ ტაროს ცოტაოდენი მარილი ან ქვიშა და მიმართეთ შემდეგნაირად: ” გააქტიურებ მიწის სტიქიის ძალით”
ჰაერის სტიქიით გააქტიურება – გადაატარეთ დასტა დანთებულ სურნელოვან ჩხირებს სიტყვებით: “გააქტიურებ ჰაერის სტიქიის ძალით”
წყლის სტიქიით გააქტიურება – დააწვეთეთ რამოდენიმე წყლის წვეთი დასტას და მიმართეთ შემდეგნაირად: “გააქტიურებ წყლის სტიქიის ძალით”
რეკომენდირებულია თუ ერთი ღამით ტაროს კარტს თქვენი ბალიშის ქვეშ დადებთ და მასზე დაიძინებთ.

უალია! დასტა გააქტიურებულია.

სად შევინახოთ ტაროს დასტა და როგორ მოვეპყროთ მას

პასუხი ამ კითხვაზე ძალიან მარტივია – ტაროს დასტას უნდა მოეპყროთ მოწიწებით. ხოლო, შენახვა შეგიძლიათ რაიმე ყუთში, ქისაში, სკივრში და ა.შ. მთავარია რომ დასტას ჰქონდეს თავისი მყუდრო ადგილი და ვერავინ შეძლოს დაუკითხავად მისი აღება.

მოამზადა: Onlinetarot.ge