სიკვდილი – პრაქტიკული მნიშვნელობა
სტიქია: წყალი.
კი/არა: არა.
ზოდიაქოს ნიშანი: მორიელი.
პლანეტა: პლუტონი.
ნუმეროლოგია: 4.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: IV – იმპერატორი.
საკვანძო სიტყვები: განახლება. შეცვლა. სულიერი ტრანსფორმაცია. გაშვება. დასრულება. ახალი დასაწყისი. ცვლილება. მოულოდნელი მღელვარება. გარდაუვალობა. გადასვლა. გარდატეხის წერტილი. ძირეული ცვლილებები. კონტრასტი. უეცარი არეულობა. ტრანსფორმირება-ფენიქსის მსგავსად. უნებლიე ცვლილება. ერთი ეტაპის დასრულება და შემდეგზე გადასვლა. გაშვება. განთავისუფლება. ცვლილება ურთიერრთობებში. ზარალი. განადგურება. დრამატული ცვლილებები. ურთიერთობების შეცვლა. მეტამორფოზა.
საქმიანობის სფეროები: რიტუალური მსახური. სანიტარი. ქიმიკოსი. მედიკოსი. ჰოსპისის (დაწესებულება, სადაც მდგომარეობას უმსუბუქებენ, უვლიან უიმედო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს) თანამშრომელი. ბედისწერის ექსპერტი. პათოლოგოანატომი. ადგილი, სადაც გამოიყენება რენტგენი ან ულტრაბგერითი აპარატი. გადამუშავება. სამსახური, რომელიც დაკავშირებულია გამოხშირვასთან. დამკრძალავი ბიურო. შემოქმედებითი პროფესიები, რომელშიც საჭიროა სწრაფად მოერგოთ ახალ ტენდენციებს. სამსახურის ხშირი ცვლა ან კრიზისი პროფესიულ ასპარეზზე.
არკანი სიკვდილი – უპირველეს ყოვლისა არის იდეა, იმის შესახებ რომ რაღაც დასრულდა, ამოწურა საკუთარი თავი და დროა მისი ლოგიკური დასასრულის. ამასთანავე, რაღაცის დასასრულის შემდეგ იწყება/იბადება რაღაც ახალი. საუბარი შეიძლება იყოს ნებისმიერ რამეზე, ცხოვეების კონკრეტულ ეტაპზე, ურთიერთობებზე, სამსახურზე და აშ.
უფრო კონკრეტულად არკანი სიკვდილი შეიძლება მიგვითითებდეს, აუცილებელ განშორებაზე, რაიმეზე უარის თქმასა და დამშვიდობებაზე. უფრო მეტიც, თუ ეს არ მოხდება ნებაყოფლობით და მშვიდად, დასასრული მალევე გარდაუალი გახდება. მოგეხსენებათ, არკანი სიკვდილი თავისი არსით, ნიშნავს ცვლილებებს, ხელახლა დაბადებას, რაღაც ახლის დასაწყისს. როგორც წესი ნაცვლად მობეზრებულის, მოძველებულისა და რუტულისა ჩნდება რაღაც ახალი, უფრო პერსპექტიული და ოპტიმისტური.
იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა მინიშნებას გვაძლევს არკანი სიკვდილი ან რა სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ, სასურველია ეს კარტი გაშლაში განვიხილოთ სხვა არკანებთან ერთად. მაგალითად:
როდესაც გაშლაში სიკვდილი ამოდის “ეტლთან” ერთად – ის გვესაუბრება ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და მიზნების გადახედვის აუცილებლობაზე.
ხოლო არკან “სულელთან” ერთად – მიუთითებს მოულოდნელ და კარდინალურ ცვლილებებზე.
ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
ასტროლოგიური მნიშვნელობა: სატურნი მე -8 სახლში. შეზღუდვის, განშორების და დამშვიდობების, სიკვდილისა და აღორძინების პლანეტა.
სიკვდილი არის განშორება, დამშვიდობება, დასასრული. ამგვარად, ის ხდება რაღაც ახლის, მოსალოდნელის მაუწყებელი, თუმცა ერთი შეხედვით თვითონ არკანზე ამის თქმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ეს არკანი საკმაოდ დადებითია, რადგან ეს დასასრული ბუნებრივია, მას დიდი ხანია ველოდებით, რადგან სწორედ ეს არის განთავისუფლება, თუმცა მწუხარება და ტკივილიც მისი თანმდევია.“ხმლების ათიანისგან“ განსხვავებით, რომელიც განასახიერებს, ძალადობრივ, ანუ ნაადრევ დასასრულს, არკანი სიკვდილი მიუთითებს ბუნებრივ დასასრულზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან ან რაიმესთან განშორების დრო დადგა. ასე რომ, ეს არკანი სულ ტყუილად ასოცირდება მხოლოდ მწუხარებასთან. ანდა, პირიქით, როგორც მას მხოლოდ რაღაც ახლის დასაწყისად ინტერპრეტირებენ , ამ დროს არ ხდება სიკვდილის სიმბოლიკის სრულყოფილი გაგება, როგორც დასაწყისიც და დასასრულიც ერთდროულად, განშორების ტკივილი და მოლოდინის სიხარული. „ჩვენ დავაშორეთ სიცოცხლე სიკვდილს და შიშით შევავსეთ სიცარიელე მათ შორის”, – წერდა კრიშნამურტი. – ” ამასთან, სიკვდილის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს”.
მოამზადა: Onlinetarot.ge