სულელი
სულელი – პრაქტიკული მნიშვნელობა
სტიქია: ჰაერი.
კი/არა: კი.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ურანი.
ჩაკრა: საჰასრარა (გვირგვინის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 0.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: არცერთს და ამავე დროს ყველა მაღალ არკანს.
საკვანძო სიტყვები: უდანაშაულობა. თავისუფლება. თვითმყოფადობა. თავგადასავლები. მოგზაურობა. უდარდელობა. სისულელეები. უზრუნველობა. იდეალიზმი. სიჭაბუკე. ახალგაზრდობა. მოულოდნელობა. ექსპერიმენტები. ვალდებულებების ნაკლებობა. ახალი საწყისები. დაუდევრობა. სპონტანურობა. დამწყების სუფთა გონება. ენთუზიაზმი. ნდობა. მოხიბვლა. მოწიწება. ინტუიცია. გამოუცდელობა. ერთი დღით ცხოვრება. ენერგიულობა. სიამოვნება. სიმსუბუქე. რისკი. ოპტიმიზმი. ზრახვები. შანსი. ოპტიმიზმი. დასაწყისი. დაბადება. გამოუცდელობა. ცნობისმოყვარეობა. ახალი ურთიერთობები. მხიარული რომანები. ახალი საქმიანობა, ბიზნესი ან სამსახური. ფინანსური შესაძლებლობები. კეთილის და ბოროტის გაურჩეველობა. სულისკვეთება. მანია. გაბრაზება. სიმამაცე.
საქმიანობის სფეროები: ცირკის თანამშრომელი. იუმორისტი. სახიფათო სამსახური. მომთვინიერებელი. მხატვარი. მუსიკოსი. მოგზაური. ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პროფესიებს. შემოქმედებითი ადამიანი. უმუშევარი.
სულელი – ეს არის პოტენციალი, რომელსაც არ გააჩნია მიმართულება და მისი მაშტაბების განსაზღვრაც შეუძლებელია.
სულელის არკანი შეიძლება ამოუვიდეს ადამიანს – რომელიც არის უდარდელი ან თავისუფალი ყოველგვარი პასუხისმგებლობებისგან. ასევე შეიძლება ამოუვიდეს შემოქმედებით ან უკიდეგანოდ მამაც პიროვნებას. არკანი სიმბოლოა ადამიანის, რომელსაც ხშირად გარშემომყოფები ვერ უგებენ. მიუხედავად ამისა, მას აქვს მარადიული სიბრძნე, რომელიც აღემატება, ყოველდღიური ცხოვრების ვიწრო და ეგოისტურ კანონებს.
ეს არკანი გაშლაში შეიძლება მიუთითებდეს – რომ მიუკერძოებლობა მოგიტანთ გარკვეულ სარგებელს და იმის აუცილებელებლობას, რომ სიტუაციას უნდა შეხედოთ მარტივად, ახალი თვალით და არ უნდა შეგეშინდეთ გარშემომყოფების აზრის.
მოამზადა: Onlinetarot.ge