რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?
მფარველი სულის ,ზებუნებრივი არსების იდეა, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა ჩვენი დაბადების მომენტიდან ჩვენი სიკვდილის მომენტამდე და მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენთან რჩება, მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა ხალხში და რელიგიაში არსებობს.უამრავ ადამიანს სწამს მფარველი ანგელოზების არსებობა და ბევრს საკუთარ თავზე გამოუცდია აუხსნელი ძალების მოქმედება. ანგელოზებზე არსებულ ისტორიებში, ეს ზეციური არსებები ადამიანს დასახმარებლად,გასაფრთხილებლად ან რჩევის მისაცემად ევლინებიან. ისინი ჩვენი სულიერი სამყაროს მკურნალები და დამხმარეები არიან. ხშირად რაიმე კონკრეტული დახამარების მისაღებად,როცა გაურკვევლობაში ვართ,პასუხებს ვეძებთ,რჩევა გვჭირდება საჭიროა მივმართოთ ჩვენს მფარველ ანგელოზს და ვთხოვოთ დახმარება. თუმცა პირდაპირი ფორმით ისინი იშვიათად ერევიან ადამიანების ცხოვრებაში,რადგან პატივს სცემენ ჩვენს თავისუფალ ნებას ,მაგრამ გვაძლევენ მინიშნებებს და ჩვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ მათი შემჩნევა. ეს გაშლაც შეგიძლიათ ისე მიიღოთ როგორც ერთერთი ასეთი მინიშნება სამყაროსგან. იმისათვის რომ მიიღოთ პასუხი, დახუჭეთ თვალები, კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე და დასვით კითხვა.
გაშლის ავტორი: FEY
როგორ გავშალოთ ტარო ონლაინ?
- სანამ გამოიყენებდეთ უფასო ონლაინ გაშლას გაუკეთეთ ფორმულირება კითხვას.
- მოდუნდით, თვალები დახუჭეთ, კონცენტრირდით თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე და თემაზე. მიენდეთ მას და დააკლიკეთ კარტს.
- კარგი იქნება თუ თქვენს კითხვას მოაქცევთ დროით ჩარჩოში ანუ სვამთ კითხვას დროის გარკვეულ მონაკვეთზე. იქნება ეს დღე, კვირა, თვე, წელი და ა.შ.
- კარტებს არ უყვართ ხშირად განმეორებადი კითხვები და ერთ თემაზე ორიენტირებული შეკითხვები. ნუ გამოსცდით მათ რათა არ მიიღოთ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები.
- გახსოვდეთ, რომ არ არსებობენ ცუდი კარტები. ჩვენს ცხოვრებაში არსებული სიტუაცია არის გაკვეთილი, განვითარებისთვის და პიროვნული ზრდისთვის.
- როგორი სასიხარულო ან ნეგატიური პასუხიც არ უნდა მოგცეთ გაშლამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედისწერა თქვენს ხელშია - კარტები კი მხოლოდ თქვენი მრჩეველია.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა: ონლაინ გაშლებისთვის გამოიყენება არკანების უნივერსალური ინტერპრეტაციები, რომლებივ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კითხვას. პერსონალიზირებული ინტერპრეტაციებისა და პირადი კონსულტაციებისთვის მიმართეთ პროფესიონალ ტაროლოგებს.
ჩაიფიქრე საკითხი და დააკლიკე კარტზე