ახლო მომავალში შესაძლოა შენს ცხოვრებაში იყოს ბევრი სიახლე,რომლებიც მოგცემენ ახალ შესაძლებლობებს,შენი წარსულის ქმედებიბი სწორედ ახლა გამოიღებს ნაყოფს. არ შეგეშინდეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადწყვეტილებების მიღების ,იცოდე რომ მუდმივი არაფერია ,გამოიყენე შანსი რომელსაც ცხოვრება ახლა გაძლევს რადგან ბორბალი ისევ დატრიალდება და ხვალ შესაძლოა სულ სხვა რეალობაში გაიღვიძო.ამიტომ გამოიყენე დღევანდელი დღე შენი მომავლის შესაქმნელად.
გახსოვდეს რომ სამყარო ციკლურად ვითრდება ,ცხოვრება მუდმივად იცვლება და შედგება როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდებისაგან ,ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და ვრცელდება ყველა ადამიანზე . თუ რთულ პერიოდს გადალახავ იცოდეს რომ მას აუცილებლად მოყვება წარმატება და ცხოვრების ბედნიერი ეტაპი. ანალოგიურად თუ საქმე კარგად მიდის, იცოდე ოდესმე ესეც შეიცვლება. ამიტომ გამოიყენე ყოველი ბედნიერი მომენტი შენს ცხოვრებაში სანამ ისინი შეიცვლეაბა . არ შეგეშინდეს მოულოდნელი ცვილებების ,შეხედე მათ როგორც შესაძლებლობას ,რომ შენი ცხოვრება ახალი მიმართულებით წარმართო . გახსოვდეს ,რომ სამყაროს შენთვის გეგმა აქვს ,მას კონკრეტული მიმართულებით მიჰყავხარ ,შეიძლება შენთვის უცხო და ჩახლართული გზებით მაგრამ საბოლოო მიზანი ამ ყველაფრის სწორედ შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა.იყავი მზად ყველა იმ ცვლილების მისაღებად რასაც სამყარო შემოგთავაზებს.