ნაგ ჩამპა გახლავთ საკმევლის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა მთელს მსოფლიოში. კომბინირებული საკმეველი, ნაგ ჩამპას ნაზავი შედგება მაგნოლიისა და სანდლის ხის ან ფრანგიპანისა და სანდლის ხის სურნელებისგან. ნაგ ჩამპა-ს ყვავილებსა და ხის კომბინაციას აქვს მოტკბო მიწის სურნელი, რომელიც ნებისმიერ ადგილას ქმნის მყუდრო გარემოს. ნაგ ჩამპა-ს სურნელი გამოიყენება როგორც მედიტაციის დამხმარე საშუალება, თუმცა მას ასევე იყენებენ სუნამოებსა და პირად ჰიგიენურ საშუალებებში, მაგალითად როგორიცაა საპონი.
გამოყენების ინტენსივობა:
იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
უპირატესობები:
ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით. ფართოდ გამოიყენება იოგაში, მედიტაცისას ხელსუწყობს ფოკუსირებასა და კონცენტრაციას. მისი სურნელი ამცირებს სტრესს, ხდის მეტად ჰარმონიულს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელსუწყობს რელაქსაციას. ასევე, ასტიმულირებს სულიერ ცნობიერებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. წმენდს გარემოს ნეგატივისგან.
აფროდიზიაკი: ნაწილობრივ.
ნაგ ჩამპას გარკვეულწილად აქვს აფროდიზიაკული თვისებებიც, ასტიმულირებს სექსუალურ სურვილებს, კავშირშია თქვენს ჩი ენერგიასთან, გამომაცოცხლებელი ეფექტით მოქმედებს როგორც სხეულზე ასევე გუნება-განწყობაზე.
ჩაკრები: ეხმარება ქვედა ჩაკრების გაწმენდას.