მონეტების დედოფალი – ლოდების დედოფალი

ალტერნატიული სახელი: ქალღმერთი ჰეკატე,
არკანის აღწერა:
ფართო მდინარის შუაში არის ქვა, რომელზეც დაჩოქილი ქალია. ხელში უჭირავს ტირიფის ტოტები. ქვის გარშემო ბევრი გველია, რომლებსაც ის ტირიფის ყლორტებით ასხამს წყალს.
საკვანძო სიტყვები:
მენტორი. დედა. შავგვრემანი მდიდარი ქალი. უსაფრთხოება. შემოსავალი.
სიმბოლიზმი:
ჰეკატე – არის კრიმინალების, გზაჯვარედინების და ღამის მბრძანებელი. მას ბევრი უნარი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი სიბრძნეა.
პროგნოზი:
არკანი ამბობს, რომ ძალიან გეჩქარებათ და გარშემო არ იხედებით. ცხოვრების ყველა მოვლენა საგულდაგულო ანალიზს საჭიროებს. რაღაცის სწავლისთვის საჭიროა უკეთ დააკვირდეთ საკუთარ და სხვა ადამიანების შეცდომებს.
მოამზადა: Onlinetarot.ge