ისწავლე Teen Witch Tarot

Teen Witch Tarot – განმარტებები

მონეტების რაინდი – ლოდების რაინდი

ალტერნატიული სახელი: კლებადი მთვარე.
არკანის აღწერა:
ჯადოქარი მთიდან ეშვება. ის არის კონცენტრირებული, დაძაბული, მაგრამ არ კარგავს სიტუაციაზე კონტროლს. მის ირგვლივ სვავი ტრიალებს. იმედოვნებს, რომ ჯადოქარი დაბრკოლდება და გულიანად ივახშმებს. ჯადოქარი ეშვება მკრთალი მთვარის შუქზე და მის მიმდებარე ტერიტორია ცუდად ჩანს, რის გამოც უძნელდევა ჩამოსვლა.
საკვანძო სიტყვები:
საქმიანი ქალი. მეწარმე. მოვალეობა. ვალდებულება. აქტიური პიროვნება.
სიმბოლიზმი:
კლებადი მთვარე – მიუთითებს პროცესზე, რომელიც მალე დასრულდება.
სვავი – სიკვდილის სიმბოლოა.
პროგნოზი:
მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული. თქვენი ყურადღება მთლიანად მის განხორციელებაზეა მიმართული. ძალიან მალე საქმე დამთავრდება, თქვენ კი შეძლებთ ამოისუნთქოთ და დაისვენოთ. მიზნამდე ძალიან ცოტა დარჩა – ახლა არ არის იმის დრო, რომ შუა გზაში გაჩერდეთ.

მოამზადა: Onlinetarot.ge