მედიტაცია

ტაროს კარტი უძველესი და ერთერთი ყველაზე ცნობილი საშუალებაა მომავლის გასაგებად, იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანებისთვის მიუწვდომელია, თუმცა ეს საოცარი კარტი გარდა მანტიკისა სხვა არაერთი დანიშნულებითაც გამოიყენება, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მედიტაცია.

ტაროს არკანებზე მედიტაცია გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, გვიღებს არაერთ ფარულ კარს, გვიჩვენებს გზებს, რომელებსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით.
თუ თქვენ ახლა იწყებთ ტაროს კარტთან ურთიერთობას არკანებზე მედიტაცია დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ და გაიაზროთ თითოეული არკანის და ზოგადადად ტაროს მნიშვნელობა, თქვენი კავშირი კი გახადოთ უფრო ძლიერი.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ არკანებზე მედიტაციის ერთ-ერთ უნივერსალურ მეთოდს:

  • სდასაწყისისთვის აირჩიეთ არკანი, რომელიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ და დაიდეთ წინ.
  • იპოვეთ დრო განმარტოვებისთვის.
  • ჩააქრეთ შუქი და აანთეთ სანთლები, ასევე კარგი იქნება თუ განწყობის შესაქმნელად ჩართავთ რაიმე მშვიდ მუსიკას, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურნელოვანი ჩხირებიც.
  • მოეწყეთ კომფორტულად, მოდუნდით და კონცენტრაცია მოახდინეთ საკუთარ სუნთქვაზე.
  • სუნთქვის დროს, წარმოიდგინეთ, რომ სიმშვიდე და ნათელი ენერგია მიედინება თქვენს სხეულში.
  • ეცადეთ თქვენი გონება იყოს სუფთა, დააკვირდით აზრების მსვლელობას და შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ მიცურავენ ეს აზრები ღრუბლებივით. იგრძენით მთელი სხეული და ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად მოდუნებული.

ამ ყველაფრის შემდეგ დააკვირდით თქვენს წინ არსებულ კარტს, წარმოიდგინეთ, რომ ის უფრო და უფრო იზრდება და ეს გრძელდება იქამდე სანამ ფიგურები და გამოსახულებები კარტზე თითქმის ჩვეულებრივი სამყაროს ზომის არ გახდება. წარმოიდგინეთ რომ გადადგით ნაბიჯი და შეხვედით ტაროს არკანში. მიმოიხედეთ გარშემო, დააკვირდით ყველაფერს, შეეხეთ ნახატში არსებულ რაიმე საგანს და იგრძენით მისი სტრუქტურა, დააკვირიდით რა გესმით, ჩაისუნთქეთ ჰაერი, მაქსიმალურად შეიგრძენით გარემო რომელიც გარშემოა.

შემდგომ ყველაფერი შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი სურვილის მიხედვით.

მაგალითად: შეგიძლიათ გამოელაპარაკოთ რომელიმე პერსონაჟს ან თავად წარმოიდგინოთ თავი არკანის ერთ-ერთ პერსონაჟად. გახდით ის ადამიანი ან ის არქეტიპი. დააკვირდით რას გრძნობს ის, რას ფიქრობს, როგორ იქცევა, როგორია მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. იგრძენით თავი ამ პერსონაჟად, იფიქრეთ, როგორც ფიქრობს ის, იგრძენით რა გაქვთ სათქმელი, რა არის თქვენი მესიჯი. კიდევ ერთხელ მიმოიხედეთ გარშემო, დააკვირდით რა არის ის რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ, რაც ენერგიას გაძლევთ ან პირიქით რაც გაშფოთებთ.

დააკვირდით ყველაფერს თქვენს გარშემო, სხვადასხვა ნივთებს, ცოცხალ არსებებს, სიმბოლოებს და გაანალიზეთ რისთვის არიან ისინი აქ, რა არის მათი დაინიშულება.

ბოლოს როცა იგრძნობ რომ შენი მოგზაურობა დასრულებულია, გამოდი არკანიდან, წარმოიდგინე როგორ პატარავდება ყველაფერი და უბრუნდება ტაროს კარტის ჩვეულ ზომას.

მოამზადა: FEY