ლავანდის ეთერთზეთი
პლანეტა: მერკური.
სტიქია: ჰაერი.
სახელი: მისი სახელი მოდის ლათინური სიტყვიდან Lavare, რაც გასუფთავებას/რეცხვას ნიშნავს.
წარმოშობა: უკრაინა. საფრანგეთი. ბულგარეთი. აშშ.
ძალა: ბედნიერება, დღეგრძელობა, სიყვარული, მშვიდობა, დაცვა, განწმენდა, ძილი.
აღწერა:
ლავანდა ეთერზეთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი არომათერაპიული ზეთია, მისი სარგებელი კი უსაზღვროა. ლავანდას ეთერზეთი არის ყვავილოვანი, თუმცა სხვა ყვავილების მსგავსად მისი სუნი არ არის ტკბილი. სამაგიეროდ, მას აქვს სუფთა და ძლიერი მცენარეული არიმატი. ამ ეთერზეთს აქვს წვრილი თანმიმდევრულობა და როგორც წესი, ორთქლის დისტალაციით ხდება მისი მიღება. მისი არომათერაპიაში გამოყენებისას, ის შესაძლოა იყოს ზედა ან შუა ნოტი. ყვავილი განსაკუთრებით პოპულარული იყო ძველად, შუა საუკუნეებში მას წმინდა როლი მიენიჭა. კათოლიკეები თვლიდნენ, რომ ლავანდის ყვავილები ბნელ ძალებს ებრძვის. მაშასადამე, ეს გახდა იმ დროის მნიშვნელოვანი რელიგიური ატრიბუტი.
თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი. ანტიბაქტერიული. სოკოს საწინააღმდეგო. ანტისეპტიკური. სიმსივნის საწინააღმდეგო. სპაზმოლიზური. რეგენერაციული. ვაზოდილატატორი (სისხლძარღვის გამაფართოვებელი). ჭიის საწინააღმდეგო. ანთების საწინააღმდეგო.
პირველადი გამოყენება:
– შველის უძილობას, ნერვულ დაძაბულობასა და პრემენსტრუალურ სიმპტომებს/ტკივილებს.
– მკურნალობს კანის პრობლემებს, მათ შორის აკნეს, სიწითლეს და ჭარბ ცხიმიანობას.
– ამცირებს სისხლის წნევას და ქოლესტერინს.
– აბალანსებს კუჭის მჟავიანობას.
– მკურნალობს ალერგიას და ასთმას.
– აცხრობს დალურჯებებსა და დამწვრობებს.
– ხელს უწყობს ჭრილობების მალე შეხორცებას.
– ამშვიდებს თავის ტკივილს.
– გიცავთ ქერტლის გაჩენისგან.
– ებრძვის მსუბუქ და ბაქტერიულ სოკოვან ინფექციებს.
– გიცავთ მწერებისგან და ამშვიდებს მათ ნაკბენებს.
– ლავანდის ეთერზეთი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ლოსიონებში, მასაჟის ზეთებსა და აბაზანის პროცედურებში.
– ის ასევე შეიძლება გამოიყენოთ სიმშვიდისთვის, რელაქსაციისთვის და ბალანსისათვის.
– კარგია გონების დასამშვიდებლად და ისეთი გრძნობების განმუხტვის მიზნით, როგორიცაა სიბრაზე და იმედგაცრუება.
– ხსნის დაღლილობას.
– ლავანდის ეთერზეთის გამოყენება მედიტაციისას, ხელს უწყობს გრძნობების სისუფთავეს, ზრდის ინტუიციას და ერთდროულად მოქმედებს როგორც ემოციურ ასევე ფიზიკურ და მენტალურ შრეებზე. ამაღლებს განწყობას.
მაგიური გამოყენება და რჩევები:
ლავანდას დიდი და მდიდარი ისტორია აქვს, განსაკუთრებით სასიყვარულო შელოცვების მხრივ. ამბობენ, რომ ლავანდის სუნი იზიდავს სიყვარულსა და მამაკაცებს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე საუკუნის წინ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები აქტიურად იყენებდნენ ლავანდის წყალსა და ეთერზეთს, რათა ყურადღება დაემსახურებინათ საპირისპირო სქესში და მაგიურად მიეზიდათ მუშტარი.
ლავანდის ეთერზეთის გამოყენება იზიდავს სიყვარულს. ასევე გიცავთ, პარტნიორის მიერ სასტიკი მოპყრობისგან.
ლავანდის გამოყენება შეიძლება შელოცვის სხვადასხვა სახეობებში, როგორებიც არის სასიყვარულო და მისაზიდი, წმენდის და კურნების შელოცვები. ასევე გამოიყენება სიზმრებით წინასწარმეტყველებისთვის.
პრაქტიკული გამოყენება და რჩევები:
– დეპრესიის სამკურნალოდ შეურიეთ ლავანდის და როზმარინის ეთერზეთები ერთმანეთს და აანთეთ არომალამპა.
– კოსმეტიკურ საშუალებებში შესარევად (როგორიცაა ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები, ლოსიონები, ტონიკები, ასევე შამპუნები, დუშგელები დათმის ბალზამები) გამოიყენეთ მაქსიმუმ 4-6 წვეთი.
– მასაჟისთვის განკუთვნილ 2 სუფრის კოვზ ზეთს დაამატეთ 6-8 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, იგი დაგეხმარებათ განტვირთვასა და დაძაბულობის მოხსნაში.
– გამონაყარის, ნაკბენის ან დამწვრობის დროს ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ 4-5 წვეთი ეთერზეთი, დაასველეთ ნაჭრი/მარლა და დაიდეთ 10-15 წუთით.
– თუ თქვენ გსურთ, რომ ორგანიზმიდან გამოდევნოთ შლაკები და ტოქსინები, ამავე დროს მოიხსნათ დაღლილობა და განიტვირთოთ, გირჩევთ საშუალო ტემპერატურის აბაზანაში ჩაწვეთ და დაამატოთ 8-10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, რომელიც გაზავებული უნდა იყოს რძეში ან მცენარეულ ზეთში. (პირდაპირ ჩასხმა რეკომენდირებული არ არის).
– სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად და სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად გამოიყენეთ 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი და აანთეთ არომა ლამპა.
– თუ გაქვთ მშრალი თმა, ქერტლი ან თმის ცვენა, გირჩევთ კვირაში ერთხელ დაბანამდე ნახევარი საათით ადრე თმის ძირებში შეიზილოთ 1 ჭიქა წყალში გაზავებული 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. ის ასევე დაგეხმარებათ თმის სწრაფ ზრდაში.
მინარევები:
ბერგამოტი. შავი პილპილი. კედარი. გვირილა. მიხაკი. კვიპაროსი. ევკალიპტი. საკმეველი. გერანიუმი. გრეიფურტი. ღვია. ლიმონი. ლემონგრასი. მუსკატის კაკალი. მირტი. მანდარინი. ყვითელი ყვავილი. ფორთოხალი. პალო სანტო. პაჩული. პიტნა. რომაული გვირილა. როზმარინი. სალბი. სანდალი. ფიჭვი. პიტნა. ჩაის ხე. ვარდი. ბარამბო. მირტი.
ყურადრება!:
ეთერზეთმა უკუჩვენება რომ არ გამოიწვიოს, შეამოწმეთ ყნოსვით – თქვენთვის რამდენად სასიამოვნო არომატი აქვს. თუ გაღიზიანებთ და დიკომფორტს გიქმნით მოერიდეთ მის გამოყენებას.
ასევე, გირჩევთ შეამოწმოთ ალერგიულობაზე, რამდენიმე წვეთ მცენარეული ზეთს შეურიეთ 1 წვეთი ეთერზეთი და წაისვით მაჯაზე, ალერგის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება.
მოარიდეთ თვალებს, 3 წლამდე ბავშვებს, ორსულებს და დაბალ წნევიანებს.