კოშკი – პრაქტიკული მნიშვნელობა



სტიქია: ცეცხლი.
კი/არა: არა.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: მარსი.
ჩაკრა: მანიპურა (მზის წნული) და ასევე მულადჰარა (ფუძისეული ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 7.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: VII – ეტლი.

საკვანძო სიტყვები: ქაოსი. ნგრევა. განადგურება. მოულოდნელი მღელვარება. ტრავმა. მოულოდნელი ცვლილებები. კატასტროფა. დანაკარგები. ტრაგედია. კრახი. დაბნეულობა. დეპრესია. ტკივილი. განქორწინება. ძალადობა. გაკოტრება. ბუნებრივი კატასტროფები. გარდატეხა. ქაოსი. გარე ძალების ზემოქმედება. კრიზისი. გარდაუვალობა. დანაკარგი. ანგარიშწორება. აღდგენის/განახლების შესაძლებლობა. ვარდნა. არეულობა. მცდარი ნაბიჯები. გამოღვიძება. რყევები. ავადმყოფობა. დრამატული ცვლილებები. ახალი დასაწყისი. სუსტი ურთიერთობების დასრულება. მატერიალური ზარალი. სამსახურის დაკარგვა. გეგმების ჩაშლა.

საქმიანობის სფეროები: სამხედრო. ბომბდამშენი. ალპინიზმი. დაზღვევა. რადიო. ტელევიზია. ფიჭური კავშირი. ჰოსპისი. სიცოცხლისთვის საშიში სამსახური. ციხის თანამშრომელი. არქიტექტორი. ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური. ასპირანტი. სტუდენტი. მოსწავლე. აბიტურიენტი.

კოშკი – მაღალ არკანებში ერთ-ერთი ყველაზე რთული არკანია. ის თავის თავში განადგურების იდეის მატარებელია. ქმნის შეტყობინებას პროგრესისა და პრობლემების დაძლევისთვის. სწორედაც რომ, მაღალი არკანი კოშკი თავის თავში მოიცავს თითქმის ყველაფერ იმას, რაც ხდება უეცრად. გამოღვიძება, გააზრება ბრძოლის სურვილი და ა.შ.

არკანის ნეგატიური შეფერილობა კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველა ეს პროცესი, გამოღვიძება, გაგება, გააზრება – როგორც წესი მტკივნეულია. სავსეა კრიზისებით, კონფლიქტებითა და დესტრუქციული ემოციებით. ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია მზაობით შეხვდეს იმ ფაქტს, რომ ხელშეუხებლობა და მშვიდობა უნდა დარჩეს უკან, ხოლო ახალი სტაბილურობა და კომფორტის ზონა ჯერ კიდევ მისაღწევია და დამსახურებას საჭიროებს.

არკანი კოშკი სხვა არკანებთან კომბინაციაში საკმაოდ ნიშანდობლივია.
არკან “სულელთან” ერთად – ეს კარტი იშიფრება, როგორც განთავისუფლება. არკან “ქურუმ ქალთან” კი – როგორც ღრმა საიდუმლოებებისა და საკრალული ცოდნის გაგება. რომლისკენ მიმავალი გზა საკმაოდ გრძელი და რთულია. არკან “სამსჯავროსთან” – როგორც უპრეცედენტო შესაძლებლობა, უნიკალური შანსი, შეცვალო შენი ცხოვრება.
ხოლო არკან “სიკვდილთან” ერთად მიუთითებს კარდინალურ ცვლილებებსა და ცხოვრების ახალ ეტაპს.

ჰაიო ბანცჰაფის წიგნიდან:
კოშკი – მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდით ჩვენს მდგომარეობას უსაფრთხოდ და სტაბილურად, მოულოდნელად კი ყველაფერი თავზე დაგვემხო. ამავე დროს სწორედაც, რომ ის სტრუქტურები და კონვენციები ინგრევა, რომლებსაც გადავამეტეთ, გადავლახეთ და გვზღუდავენ. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ საკითხს, როგორც ჩვენს რწმენას, ცხოვრების პრინციპებს ასევე, სამსახურს, ფინანსებს, მეგობრობასა და სხვა ურთიერთობებს, რომლებიც სტაბილურად და უცვლელად გვესახებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კოშკი სიმბოლიზირებს გარკვეულ კონცეფციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გვაძლევდა მომავლის ნდობას და უსაფრთხოების განცდას, ახლა კი აღარ შეესაბამება ჩვენს გაზრდილ დონეს. როგორც წესი, ეს ჩვენთვის მოულოდნელია: როდესაც ძველი კონცეფცია უეცრად ინგრევა, ეს მეხის გავარდნას გავს. და რადგან სწორედ ის სტრუქტურები ინგრევა, რომლებიც საფუძვლად ჰქონდა ჩვენს სიმყარესა და უსაფრთხოებას ხშირ შემთხვევაში ეს მოვლენები კატასტროფად აღიქმება. მხოლოდ მაშინ როდესაც შოკური მდგმარეობის პირველი ტალღა გადადის აღმოვაჩენთ, რომ თურმე დრომოჭმული ტვირთვი ჩამოგვიშორებია. ამ ყოველივეს გაცნობიერება ხდება თავისთავად ან გარედან მოსული მინიშნებების სახით.

მოამზადა: Onlinetarot.ge

პლანეტების განლაგება

მზე 13° მშვილდოსანი 18' 28"
მთვარე 06° ლომი 02' 26"
მერკური 04° მშვილდოსანი 57' 41"
ვენერა 16° მორიელი 41' 11"
მარსი 17° ვერძი 57' 11"
იუპიტერი 26° თხის რქა 56' 33"
სატურნი 28° თხის რქა 46' 37"
ურანი 07° კურო 23' 17" R
ნეპტუნი 18° თევზები 10' 23"
პლუტონი 23° თხის რქა 22' 24"
ქირონი 04° ვერძი 59' 47" R
TrueNode 19° ტყუპები 55' 42"
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე