დაკიდებული კაცი
დაკიდებული კაცი – პრაქტიკული მნიშვნელობა
სტიქია: წყალი.
კი/არა: არა.
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: ნეპტუნი.
ჩაკრა: საჰასრარა (გვირგვინის ჩაკრა).
ნუმეროლოგია: 3.
ნუმეროლოგიურად ემთხვევა: III – იმპერატორი ქალი და XXI – სამყარო.
საკვანძო სიტყვები: გაურკვევლობა. შეზღუდვა. ინტუიცია. პაუზა. ცვლილება. გაშვება. დანებება. სიმშვიდე. რელაქსაცია. ლოდინი. ავადმყოფობა. გარდამავალი პერიოდი. ხაფანგში ყოფნის შეგრძნება. ახალი პერსპექტივა. ნათლისღება. აღმოჩენა. ფასეულობების ცვლილება. თვითშეზღუდვა. სიტუაციის სხვანაირად დანახვა. სიბრძნე. განსაცდელები. გაურკვევლობა კარიერაში. იძულებით შესვენება. თავის მსხვერპლად გაღება.
საქმიანობის სფეროები: მოსწავლე. ცირკში მომუშავე. მოლაყბე. ფილოსოფი. მისტიკოსი. მარკეტოლოგი. ნოვატორი. პოეტი. მხატვარი. ბოჰემის წარმომადგენელი.
დაკიდებული კაცი – ეს არის საკმაოდ მკაფიო მითითება, იმისა რომ სიტუაცია ჩიხშია, ან საკმაოდ რთულად გადასაწყვეტია, ან რომ ადამიანი ორ ცეცხლს შუა დგას, ან იმაზე, რომ სახეზე კრიზისია.
ხშირად ეს არკანი მიუთითებს ჩვენს უძლურებაზე, რომ რაიმეს წინ აღვუდგეთ, ვიბრძოლოთ რამისთვის, ან ვიღაცის წინააღმდეგ, ან იძულებაზე, რომ რაღაც გავაკეთოთ. (მაგ. ვისწავლოთ, ბიცხოვროთ ვიღაცასთან ან რაღაცასთან ერთად და აშ.)
ამ ინტერპრეტაციების გარდა, დაკიდებულ კაცს აქვს სხვა მნიშვნელობებიც. როგორიცაა მზაობა თვითგანწირვისთვის, საკუთარი თავის უარყოფისთვის.
არკან “მაგთან” ერთად დაკიდებული კაცი მიუთითებს – ადამიანზე, რომელიც სათამაშოა სხვა, უფრო ძლევამოსილი ადამიანების ხელში.
არკან “იმპერატორ ქალთან“ ერთად – ეს არის შესაძლებლობა და უცილებლობაც კი, რომ მიიღო სარგებელი არსებული არახელსაყრელი გარემოებებიდან.
ხოლო არკან “განდეგილთან“ერთად ნიშნავს, რომ ადამიანი თავს გრძნობს სრულ იზოლაციაში.
მოამზადა: Onlinetarot.ge