დაბალი არკანები, მონეტები

პენტაკლების ტუზი

დაბალი არკანი – პენტაკლების ტუზი


სტიქია: მიწა.
პლანეტა/ზოდიაქოს ნიშანი: კურო, ქალწული, თხის რქა.
კი/არა: კი.

საკვანძო სიტყვები:
ახალი ფინანსური შესაძლებლობები. კეთილდღეობა. ახალი ბიზნესი. ფული. ინვესტიცია. სიმდიდრე. ბედნიერება. დანაზოგი. კეთილდღეობა. უსაფრთხოება. დოვლათი. სტაბილურობა. სიუხვე. მანიფესტაცია. დაცულობა. ახალი ეტაპი. ემოციური სტაბილურობა. იღბალი. აღიარება. წარმატება. ფინანსური მოგება. ახალი სამსახური. ბარაქა.

ამობრუნებული კარტის საკვანძო სიტყვები: ფულის ნაკლებობა. ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. წინასწარ გაჭვრეტის ნაკლებობა. ფინანსების ცუდად მართვა. შესაძლებლობების დაკლებობა. ფინანსური შეფერხებები. მფლანგველობა. არასტაბილურობა. რაიმეს ნაკლებობა/დეფიციტი. დაუცველობა. გეგმების არ ქონა. სიხარბე. სიძუნწე. სიმდიდრის ბოროტი მხარეები. ცუდი ინტელექტი. დანახარჯი აღემატება შემოსავალს.

როგორც დღის არკანი: დაიჭირე წარმატება! წარმატება შეიძლება გეწვიოთ ნებისმიერ ადგილას იქნრბა ეს მაღაზია, სკვერი თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება. აირჩიეთ ის, რაც გამოგადგებათ გრძელვადიანი გეგმების შესრულებაში განსაკუთრებით სამსახურსა და კაპიტალდაბანდებებში. დღეს შესაძლოა საძირკველი ჩაუყაროთ თქვენს ახალ გრძელვადიან პროექტს, რომელზეც დიდიხანია ოცნებობთ.

რჩევა: გამოიყენეთ ეს შანსი, რათა გაამდიდროთ თქვენი გამოცდილება.

გაფრთხილება: არ ეძებო მხოლოდ მატერიალური სარგებელი.

საქმიანობის სფეროები: ბანკირი. მედიკოსი. დიზაინი. სოფლის მეურნეობა.

მოამზადა: Onlinetarot.ge