საკურიერო მომსახურება – თბილისში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო კომპანია “მაი ვეისთან”. ამანათის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მეორე დღეს – დღის განმავლობაში (კვირის გარდა).
კონკრეტულ დროზე მიწოდება არ აქვთ.
ჩვენ არ გვაქვს კურიერების ნომრები, რადგან ოპერატორთან ვაფირმებთ შეკვეთას და უშუალოდ კურიერებს არ ვიცნობთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ თქვენი უბნის კურიერი მოსვლამდე 10-15 წუთით ადრე დაგიკავშირდებათ.
მათი მომსახურების საფასურია:
- ცენტრალური უბნები – 5 ლარი
- დიდი და პატარა ლილო / ზემო და ქვემო ფონიჭალა – 7 ლარი
- კაკლები / თხინვალა – 7 ლარი
- რუსთავი / მცხეთა – 8 ლარი
თქვენგან დაგვჭირდება: მიმღების სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
P.S თუ იმავე დღეს ან კონკრეტულ დროზე გსურთ ამანათის მიწოდება, შეგიძლიათ წინასწარ დაგვიკავშირდეთ, გამოაგზავნოთ ტაქსი, გლოვო, ბოლტი… ჩვენს მისამართზე და გამოვატანთ თქვენს შეკვეთას – ტარიფი დამოკიდებულია თუ რას მოითხოვს შუამავალი კომპანია კონკრეტულ დროსა და ადგილზე.