ეზოთერიკისა და სამყაროს მიღმა არსებულის შეცნობით ბავშვობიდანვე დავინეტერესდი. ხშირად ჩემს ნიჭს და ხედვას უკუვაგდებდი,ჩემი თვალით რასაც ვხედავდი იმასაც კი.მქონდა შიშები, არ მინდოდა, რომ რეალობა ყოფილიყო ის ყველაფერი,რაც ჩემს ცნობიერში,ჩემს თვალწინ არსებობდა. ვგულისხმობ იმ დაფარულს,რაც ყველასთვის არ არის ხილული. მაგრამ როცა გავიზარდე და სამყაროს ზრდასრულის თვალით შევხედე,ბევრი რამ გადავაფასე ცხოვრებაში და მივხვდი,რომ ნამდვილად შემიძლია ადამიანების დახმარება. შესაბამისად ავირჩიე პროფესია და გავყევი ფსიქოლოგიას. ვიგრძენი, რომ ადამიანების სამსახურში ყოფნა და მათი დახმარება ჩემი მთავარი მისიაა ამ ცხოვრებაში. ესაა რაც ბედნიერებას მანიჭებს და რაც კარგად გამომდის. უკვე მეოთხე წელია რაც ამ სფეროში ოფიციალურად ვმოღვაწეობ და გულწრფელად ვარ ხალხის სამსახურში. სამწუხაროდ საკუთარ თავს ვერ შევაფასებ ვერანაირად,ეს ხალხის საქმეა.