ტაროს კარტი ჩემთვის გასაღებია, რომელიც სხვადასხვა სამყაროებსა თუ დროებში გადასასვლელ კარებებს მიხსნის. ჩემი პირველი დასტა მემკვიდრეობით დიდი ბებიისგან მერგო, ადამიანისგან რომელმაც მაზიარა ტაროს სამყაროს. ჩემთვის არკანებთან ურთიერთობა ყველაზე სასიამოვნო პროცესია, ამ დროს მეძლევა შანსი დავეხმარო ადამიანებს და მათთვის საჭირო ინფორმაცია გამოვიტანო, როგორც წარსულიდან ასევე აწმყოდან და მომავლიდან.