
რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?
სამყარო
გაიაზრე ყველაფერი რაც გაქვს ,რისთვისაც მიგიღწევია და იგრძენი მადლიერება სამყაროს მიმართ.პატივი ეცი შენს სულიერ გაკვეთილებს,რომლებიც გაიარე,გაიხარე შენი ყოველი წარმატებითა და მიზნის მიღწევით.შენი ცხოვრების გზაზე განვლილმა ყველა წარმატებამ და წარუმატებლობამაც შენ ძლიერ ,ბრძენ და გამოცდილ პიროვნებად ჩამოაგაყალიბა.გაიხსენე შენი წარსულის გამოცდილება,გაანალიზე რამდენი გამოიარე და რა ისწავლე ამ გზაზე.შეიძლება თავადაც გაოცდე იმით თუ რამდენის მიღწევა შეძელი .შესაძლოა სწორედ ეს იყოს ის რაც გჭირდება იმისათვის რომ საბოლოო ეტაპამდე მიხვიდე. ახლაა საუკეთესო დრო ,რომ დაასრულო ყველა საქმე ,იდეა თუ პროექტი რაც დაწყებული გქონდა ,ყველაფერი გრძელვადიანი ,ყველაფერი რისთვისაც დიდხანს შრომობდი , აქციე რეალობად შენი დიდი ხნის ოცნებები და მისწრაფებები. თუ ჯერ კიდევ გზაში ხარ და ჯერ კიდევ არის გარკვეული სირთულეები შენს ცხოვრებაში იცოდე ,რომ ახლოს ხარ გზის დასასრულთან სადაც მალე ყველაფერი გექნება რისკენაც ისწრაფოდი .როცა მზად იქნები ახალი გამოწვევისთვის მხოლოდ შემდეგ დაიწყე ახალი გზით სვლა. კარგი პერიოდია სამოგზაუროდ წასასვლელად ,გრძელვადიანი და მაშტაბური პროექტების განსახორციელებლად. გამოიყენე ეს დრო მაქსიმალურად და მზად იყავი სამყაროს საჩუქრების მისაღებად.
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
ანგარიშის შექმნა