ეშმაკი

რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?

ეშმაკი

ახლა რაც ყველაზე მეტად გჭირდება მიჯაჭვულობებისგან განთავისუფლებაა .გაწყვიტე ყველა არაჯანსაღი კავშირი ,რომელიც რეალურად მხოლოდ გაზიანებს და ენერგიას გაცლის. შესაძლოა ეს იყოს მავნე ჩვევა ,ტოქსიკური ურთიერთობა ან ნებისმიერი სხვ რამ რაზეც უარის თქმა არ შეგიძლია .თუ ფიქრობ, რომ მისგან ვერასოდეს განთავისუფლდები, იცოდე ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, თუმცა დაგჭირდება ,დიდი ნებისყოფა და შინაგანი ძალა. გახსოვდეს ,რომ ყველაფერი რაზეც დამოკიდებული ხარ ,სინამდვილეში ზღუდავს შენს თავისუფლებას ,გაცლის ენერგიას და ხელს გიშლის განვითარებაში.დაფიქრდი რა არის ასეთი შენს ცხოვრებაში და შემდეგ დაიწყე მუშაობა რომ თავი დააღწიო მას. ეს შეიძლება იყო როგორც გარე ფაქტორები ასევე შენში არსებული ვნებები ,სურვილები და ინსტიქტები ,რადგან ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ მაშინ ვაწყდებით როცა საკუთარ სურვილებს ვერ ვაკონტროლებთ და მთლიანად დამოკიდებული ვხდებით მათზე. გააალიზე რა არის შენს ცხოვრებაში რეალური და რა ილუზია,ყველაფერი რაც არარეალური და ყალბია გაუშვი და განთავისუფლდი იმ ზღუდეებისგან ,რომელიც შენს ცხოვრებაში თავადვე შეიქმენი.