
რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?
იმპერატორი
გამოიყენე საკუთარი შინაგანი ძალა და ცხოვრებისეული გამოცდილება .ახლა სწორედ ის ეტაპი გაქვს როცა თავად უნდა აიღო მართვის სადავეები ხელში. შენ ხარ ადამიანი ვისაც შეუძლია გარშემო სიტუაციის მართვა ,ლიდერობა და ადამიანების ერთი საქმის გარშემო გაერთიანება. იმისათვის რომ თავი კომფორტულად იგრძნო მნიშვნელოვანია გქონდეს გარშემომყოფთა პატივისცემა და აღიარება.არ მისცეთ სხვებს საშუალება ეჭქვეშ დააყენონ შენი გავლენა და შესაძლებლობები.სწორედ შენ ხარ ის ადამიანი ვისაც შეუძლია საკუთარ თავს და გაშემომყოფებსაც სტაბილური გარემო შეუქმნას და იყოს მტკიცე საყრდენი ახლობელი ადამიანებისთვის. გამოიყენე დაგროვილი გამოცდილება და ლოგიკური აზროვნება, რითაც გადალახავ რთულ სიტუაციებს. იყავი სისტემური, სტრატეგიული და მეტად ორგანიზებული შენს მიდგომაში და ბოლომდე მიყევი დასახულ გეგმას. სტატუსი და აღიარება ისაა რაც ახლა შენთვის აუცილებელია,შეგიძლია მოირგო ხელმძღვანელის როლს.ჩამოაყალიბე მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ რისი შექმნა გსურს და ორგანიზება გაუწიო გარშემომყოფებს.მოუსმინე სხვების რჩევებს, მაგრამ გახსოვდეს ,რომ საბოლოო გადაწყვეტილას შენ იღებ. შექმენით სიმშვიდე ქაოსისგან, დაშალე ნებისმიერი პრობლემა ნაწილებად და შემდეგ მოძებნე გზები, რომლებიც გჭირდება მის მოსაგვარებლად. არ შეგეშინდეს გადაწყვეტილებების მიღების ,პირიქით იყავი თავისუფალი და შუზღუდავი,გამოავლინე შენის სრული პოტენციალი ნებისმიერ სფეროში ეს რასაცარუნდა ეხებოდეს.
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
ანგარიშის შექმნა