
რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?
მთვარე
სიფრთხილე გამოიჩინე გადაწყვეტილების მიღების დროს ,ასევე შენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში იყავი განსაკუთრებით ყურადღებით. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს შენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანებს ,ახალ ან ძველ ურთიერთობებს ,სამსახურს ან შენი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროს. სანამ რაიმე ნაბიჯს გადაგავ კარგად გაანალიზე მოვლენები , მოუსმინე და ენდე ინტუიციას, ასე შენ შეძლებ დაინახო იმაზე მეტი რაც ხილულია, მხოლოდ ერთი შეხედვით.ეცადე ჩაწვდე მოვლენებს უფრო სიღრმისეულად და დაინახო მათი რეალური არსი. იპოვე ის რაც შენგან დაფარულია ,ჩაუღრმავდი და დაინახე ყველაფერი დაფარული რაც უნდა გახდეს შენთვის ნათელი. ყველა ადამიანშია რაღაც რასაც საკუთარი თავისგანაც კი მალავს ,ქვეცნობიერის სიღრმეებში კეტავს და ივიწყებს მის არსებობას.როგორც წესი ჩვენს უსიამოვნო მოგონებებს,წარსულის მძიმე გამოცდილებებს და განსაკუთრებით მძიმე მომენტებს რომლებმაც ტკივილი მოგვაყენა სწორედ ასეთი ფორმით ვკეტავთ ,მაგრამ ისინი არსებობას მაინც აგრძელებენ ,მიუხედავად იმისა ჩვენ ვაღიარებთ თუარა მათ არსებობას და გავლენას ახდნენ ჩვენს ცხოვრებაზე. სწორედ ახლა გაქვს პერიოდი ,როცა საჭიროა კავშირი დაამყარო შენს ქვეცნობიერთან. ყურადღებით იყავი შენს ემოციებთან,შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს შენი შიშები და ტკივილები რაც წარსულში გამოგიცდია,არ შეგეშინდეს ამის,პირიქით ეცადე განთავისუფლდე ნებისმიერი შიშისგან, რომელიც ხელს გიშლის. არ დაუშვა ,რომ ღრმა მოგონებებმა და შიშებმა გმართონ და ხელი შეგიშალონ ცხოვრებიეული გაადწყვეტილებების მიღებაში.
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
ანგარიშის შექმნა