ვარსკვლავი

რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?

ვარსკვლავი

შეგიძლია დამშვიდდე და ყველა შენს ცხოვრებისეულ პრობლემაზე დარდი და ნერვიულობა წარულში დატოვო.წინ შენი ცხოვრების ერთერთი ყველაზე სასიამოვნო და მშვიდი ფაზა გელოდება ,რომელიც სავსე იქნება პოზიტიური ენერგიით და გონებრივი სტაბილურობით . გამოიყენე ეს პერიოდი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის და მზად იყავი სამყაროს საჩუქრების მისაღებად. ასევე კარგი იქნება თუ დაკავდები რაიმე სულიერი პრაქტიკით ,მედიტაციით ,იოგით ან ნებისმიერი რამით რაც ხელს შეუწყობს შენს სულიერად განვიტარებას. დაიწყე ღრმა სულიერი მოგზაურობა, რომელიც შენს ცხოვრებას უფრო მეტ აზრსა და მიზანს შესძენს და გაგაძლიერებს პიროვნულად. მოიცილე ნებისმიერი რამ რაც გზღუდავს , ყველაფერი რაც ფასადური და არარეალურია. იყავი გახსნილი ახალი იდეებისთვის,ნება დართეთ საკუთარ თავს იოცნებო და შემდეგ რეალობად აქციო ეს ოცნებები. გახსოვდეს, რომ რაც გჭირდება მხოლოდ გამბედაობაა ,სხვა ყველაფერს სამყარო უხვად მოგცემს. შეგიძლია იყო მშვიდად ნებისმიერ სიტუაციაში ,მოდუნდი ,დამშვიდდი და რწმენითა და იმედით შეხედე მომავალს რადგან ახლო მომავალში შენი ოცნებების დიდი ნაწილი რეალობად იქცევა.შესაძლოა ჯერ ამას ვერ ამჩნევდე და გადაღლილი იყო იმ ცხოვრებისეული სირთულეებისაგან რაც გაიარე,თუმცა უკვე შეგიძლია მომავალს რწმენით შეხედო ,რადგან ყველაზე რთული წარსულში მოიტოვე და წინ მხოლოდ ბედნიერება გელის. შენ ახლა ერთი შეხედვით აუხდენელი ოცნებების რეალიზებაც კი შეგიძლია, თუმცა,საჭიროა გაქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა.ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს მოუთმენლობაა და სულსწრაფობაა ,არ გაუშვა ხელიდან ეს საოცარი შესაძლებლობა რომელსაც სამყარო გიმზადებს და გამოიყენე მაქსიმალურად ნაყოფიერად.