მაგი

მაგი

პიროვნება, რომელიც ჩაიფიქრეთ თქვენს მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობასა და სულიერ კავშირს გრძნობს, ხშირად ხართ მისი ფიქრების ობიექტი, ის წარმოიდგენს თქვენს ერთობლივ მომავალს და თვლის რომ თქვენ ხართ ადამიანი ვისაც შეუძლია განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს მის ცხოვრებაში. თუმცა ის არაა იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც მარტივად აყვება გრძნობებს, პირიქით ძალიან კარგად მართავს საკუთარ თავს და ემოციებს. ადამიანი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ გარშემომყოფებს ხშირად განიხილავს, როგორც საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებებს, ის მანიპულატორია და მარტივად შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანებზე. როგორც წესი, "მაგის" არკანი განასახიერებს ქარიზმატულ, კარგი გარეგნობისა და მაღალი ინტელექტის მქონე პიროვენებას, რომელიც ამ ყველაფერს მუდმივად იყენებს თავის სასარგებლოდ. გააითვალისწინეთ, რომ თქვენთვის სანტერესო პიროვნება შემთხვევით არაფერს აკეთებს, ის კარგად გეგმავს ყველაფერს. მისი ყოველი ნაბიჯი წინასწარაა განსაზღვრული. მიზანს ყოველთვის აღწევს, ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს სასურველს. თქვენს ურთიერთობაში მისი ყოველი ნაბიჯი კარგად დაგეგმილი და წინასწარ გათვლილი იქნება. ამ შემთხვევაში თუ იპოვით მასთან ურთიერთობის სწორ გზას ორივე თქვენგანი ერთმანეთისაგან ბევრი რამის წავლას შეძლებთ.