სიკვდილი

სიკვდილი

თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თვლის, რომ გარკვეული დისბალანსი გაქვთ ურთიერთობაში, მას ამ ეტაპზე არ აქვს თქვენს მიმართ გრძნობები. შესაძლოა დაგჭირდეთ ლოდინი და მეტი დრო იმისათვის, რათა გაიგოთ მეტი ამ ადამიანის და მის თქვენდამი დამოკიდებულებაზე. ამ ეტაპზე პიროვნება რომელზეც ახლა ვსაუბრობთ საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და ნაკლებად აქვს დრო რაიმე სხვაზე ფიქრისთვის. არსებულ ურთიერთობებში ტაროს ეს არკანი მიგვანიშნებს, რომ აუცილებალად საჭიროა რაიმე სახის ცვლილება, ახალ ეტაპზე გადასვლა, სხვა შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება. ახლო მომავალში დიდი ცვლიელებები გელით, თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული დასრულდება ეს ურთიერთობა თუ გადავა განვითარების ახალ ფაზაში.