დაკიდებული კაცი

დაკიდებული კაცი

პიროვნება, რომელიც ჩაიფიქრეთ თავის გრძნობებში დარწმუნებული არ არის, ის გაურკვევლობაშია,ზუსტად თვითონაც არ იცის რა სურს და როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომ უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებს, მას დრო სჭირდება საკუთარ თავში გასარკვევად. ამასთან ერთად მის ცხოვრებაში არსებობს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ბარიერს უქმნის თქვენთან ურთიერთობაში. ახლა ის ერთგვარ ჩიხშია, ამიტომ იძულებულია იყოს პასიურ, უმოქმედო მდგომარეობაში. მისი აზრით ამ ეტაპზე უკეთესი იქნება თუ თქვენთან ურთიერთობისთვის არაფერს გააკეთებს. ტაროს არკანი “დაკიდებული კაცი” ასევე მიანიშნებს პარტნიორის მიმართ გარკვეულ უკმაყოფილებას, გაურკვევლობას. დროა გადახედოთ თქვენს ურთიერთობას და ზოგადად ცხოვრებას იმისათვის, რომ დაინახოთ ახალი პერსპექტივები.