
იეროფანტი
ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე ხშირად ფიქრობს, ის პატივს გცემს და თვლის, რომ ერთმანეთს ბევრ რამეში გავხართ. ასევე მიიჩნევს, რომ შეგიძლიათ ერთმანეთის ცხოვრება შეცვალოთ. ადამიანი ვისზეც ახლა ვსაუბრობთ ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად უყურებს, ის იშვიათად მოქმედებს მარტო გულის კარნახით, უფრო მეტად რაცონალური ადამიანია და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულ მხარეს მეტად ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ მას თქვენს მიმართ რაიმე გნსაკუთრებული გრძნობები აქვს, თუმცა საკმაოდ დადებითადაა განწყობილი და მისთვის შესაფერის ადამიანად მიგიჩნევთ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობისას თქვენ შეგიძლიათ თავი ყოველთვის მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოთ, რადგანაც ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც არასოდეს გიღალატებთ და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი ბედნიერად გაგრძნობინოთ. ტაროს არკანი “იეროფანტი” კავშირის სიმბოლოა და განსახაიერებს ორ ადამიანს, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს ,საერთოდ რწმენა და ღირებულებები აქვთ, საერთო ცხოვრებისეული მიზნები აქედან გამომდინარე კი მათი კავშირი ყოველთვის განსაკუთრებულია.
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
ანგარიშის შექმნა