თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებას ახლა აქვს ეტაპი, როცა მისთვის მნიშვნელოვანია მარტო ყოფნა, მას დრო სჭირდება და ამ ეტაპზე არ აქვს მზაობა ურთიერთობისთვის. შესაძლოა მას ქონდეს თქვენს მიმართ გრძნობები თუმცა, ახლა საკუთარ თავში გარკვევა და ბევრ რამეში ჩამოყალიბება სჭირდება. ამისათვის მას მარტო ყოფნა ესაჭიროება, მარტომ უნდა გაიაროს გზა, რომელიც მხოლოდ მისი გასავლელია. ადამიანმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ბევრი რამ თავიდან უნდა გაიაზროს და გადააფასოს, უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, გაანალიზოს ყველაფერი, რაც ხელს უშლის ბედნიერებაში. ეს ერთგვარი სულიერი მოგზაურობაა მისთვის და მხოლოდ შემდეგ შეძლებს დაიწყოს რაღაც ახალი. მას სჭირდება დაივიწყოს ყველა ძველი ტკივილი, წყენა და იმედგაცრუება, ყველაფერი რაც ხელს უშლის ახალი ურთიერთობის დაწყებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო გამოიყენოს საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ახალი ურთიერთობის დაწყებას.