სამსჯავრო

სამსჯავრო

ჩაფიქრებული პიროვნება ამ ეტაპზე გრძნობს თქვენს ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებების საჭიროებას. თუ რა სახის ცვილებები იქნება ეს დამოკიდებულია თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაზე. მას აქვს გარკვეული უკმაყოფილება და შესაძლოა განგსჯიდეთ და არასწორად გაფასებდეთ. ადამიანს, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ აქვს გარკვეული შიში და ძველი ჭრილობები, რომელიც ხელს უშლის ახალ ურთიერთობებში. შესაძლოა ქონდეს თქვენთან ბოლომდე გახსნის შიში. უკვე არსებულ ურთიერთობებში არკანი "სამსჯავრო" ხშირად მიანიშნებს  წყვილს შორის არასწორ კომუნიკაციაზე და დაშორების საფრთხესაც შეიცავს როდესაც პარტნიორს აქვს გარკვეული წყენა თქვენს მიმართ და თვლის რომ მასთან არ ხართ საკმარისად ახლოს, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღოთ, სწრაფად არ განსაჯოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. იყავით მეტად მიმღები და გახსნილი. ტაროს არკანი“ სამსჯავრო“ ერთერთი იმ კარტთაგანია, რომელსაც არ უყვარს სხვების ნამდვილი მოტივების მარტივად გამოვლენა და მიგანიშნებს რომ გარკვეული დროის შემდეგ შენთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. იქამე კი საკუთარი ძალებით უნდა შეიტყო სიმართლე, რომელიც ამ ეტაპზე შენთვის ბოლომდე მისაწვდომი არაა.