დაკიდებული კაცი

დაბრუნდება ჩაფიქრებული პიროვნება?

დაკიდებული კაცი

ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი თქვენი ურთიერთობის აღდგენა და ჩაფიქრებული პიროვნების თქვენთან დაბრუნება. გარკვეული ფაქტორები და გარემოებები მას ამ ეტაპზე ხელს უშლის შენთან დაკონტაქტებაში, ამიტომ იძულებულია იყოს უმოძრაო, უმოქმედო მდგომარეობაში. ტაროს არკანი “ჩამოკიდებული კაცი” მიანიშნებს, რომ ახლა ყველაფერი ძველის გაშვების დროა. დროა გაუშვა ის რაც ენერგიას გართმევს და თუ შენი წარსული სიყვარულის დაბრუნებას ელოდები დროა განთავისუფლდე ამ გრძნობისგან, რადგან ეს მოლოდინი ენერგიას გართმევს და ის მხოლოდ ტკივილსა და უარყოფით ემოციურ მდგომარეობას მოგიტანს.