განდეგილი

რას მირჩევს ჩემი მფარველი ანგელოზი?

განდეგილი

ეს ის დროა ,როცა გარკვეული დროით მარტო დარჩენა და ყველაფრზე დაფიქრება გჭირდება .ცოტა ხნით შეწყვიტე სხვების მოსმენა,დარჩი მარტო საკუთარ თავთან და შეძლებ მიიღო პასუხი ყველა იმ კითხვაზე რაც გაქვს . მოუსმინე შინაგან ხმას.გარკვეული დროით დაისვენე ყოველდღიური ცხოვრებისგან, რათა შენი ენერგია და ყურადღება შინაგანისკენ მიმართო,ასე მიიღებ ყველა იმ კითხვაზე პასუხს რომელიც გაწუხებს. კარგი იქნება თუ ცოტა ხნით სადმე წახვალ ,სადაც მარტო ყოფნის და ფიქრის საშუალება გექნება. შეგიძლია წახვიდე სამოგზაუროდ ,გახვიდე ქალაქგარეთ ,ბუნებაში მოაწყო პიკნიკი,უმჯობესია თუ მარტო იქნები ან რაღაც დროს მაინც გამოყოფ განმარტოვებითვის,ბუნებასთან კონტაქტი ახლა განსაკუთრებით დაგეხმარება .დაკავდი მედიტაციით ან უბრალოდ ისეირნე ბუნებაში,დარჩი ცოტა ხნით მარტო საკუთარ თავთან. მედიტაციის, ჭვრეტისა და თვითგამოკვლევის საშუალებით შეგიძლია დაიწყო შენი პირადი მიზნების გადაფასება და საერთო კურსის შეცვლა. დროებით შეწყვიტე ფიქრი მატერიალისტურ ღირებულებაზე და ყურადღება გაამახვილე შინაგან სამყაროზე. ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი სწორედ შენშია ,ამიტომ თამამად გაემგზავრე მოგზაურობაში და იპოვე სინათლე რომელიც გაანათებს შენს სულს და მოამავალ მოგზაურობებში შენი გზის მნათობიც იქნება.