

რუნების სეტი – მაჰაგონის ობსიდიანი
₾59.00
ენერგია: დაცვა • სტაბილურობა • შინაგანი ძალა
მაჰაგონის ობსიდიანის ნატურალური ქვის რუნები ატარებს მიწისა და ცეცხლის ძლიერ შერწყმას. ეს ქვა ცნობილია როგორც დაცვითი და სტაბილიზაციის ენერგიის მატარებელი — ის გაძლევს შინაგან სიმტკიცეს და გეხმარება რთულ პერიოდებში სწორ გზაზე დარჩენაში.
რუნების ეს ნაკრები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ენერგეტიკული დაცვა, ფესვებთან დაკავშირება და საკუთარ ძალასთან დაბრუნება.
თუ გჭირდება დაცვა და მყარად დგომა — ეს რუნები შენთვისაა.
მაჰაგონის ობსიდიანი აჩერებს ქაოსს, გაძლევს ძალას და გაბრუნებს საკუთარ ცენტრში.
საკურიერო მომსახურება – თბილისში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო კომპანია “მაი ვეისთან”. ამანათის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მეორე დღეს – დღის განმავლობაში (კვირის გარდა).
კონკრეტულ დროზე მიწოდება არ აქვთ.
ჩვენ არ გვაქვს კურიერების ნომრები, რადგან ოპერატორთან ვაფირმებთ შეკვეთას და უშუალოდ კურიერებს არ ვიცნობთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ თქვენი უბნის კურიერი მოსვლამდე 10-15 წუთით ადრე დაგიკავშირდებათ.
მათი მომსახურების საფასურია:
- ცენტრალური უბნები – 5 ლარი
- დიდი და პატარა ლილო / ზემო და ქვემო ფონიჭალა – 7 ლარი
- კაკლები / თხინვალა – 7 ლარი
- რუსთავი / მცხეთა – 8 ლარი
თქვენგან დაგვჭირდება: მიმღების სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.
P.S თუ იმავე დღეს ან კონკრეტულ დროზე გსურთ ამანათის მიწოდება, შეგიძლიათ წინასწარ დაგვიკავშირდეთ, გამოაგზავნოთ ტაქსი, გლოვო, ბოლტი… ჩვენს მისამართზე და გამოვატანთ თქვენს შეკვეთას – ტარიფი დამოკიდებულია თუ რას მოითხოვს შუამავალი კომპანია კონკრეტულ დროსა და ადგილზე.
რეგიონებში ამანათის მიწოდება ხდება გამოგზავნიდან 2-3 სამუშაო დღეში.
კვირა დღეს და ოფიციალური დასვენების დღეებში არ მუშაობენ
ამანათი გახლავთ რეგისტრირებული გზავნილი, რაც იმას ნიშნავს რომ გზავნილს ენიჭება შიდა კოდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამანათის ადგილმდებარეობას.
დაკარგვის ალბათობა რეგისტრირებული ამანათების მინიმუმამდეა დასული.
თუ თქვენი სახლი დანომრილია, კურიერი ადგილზე მოგიტანთ.
- საკუერიერო მომსახურების საფასური – 10 ლარი
თქვენგან დაგვჭირდება:
მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოფიციალური სახელი და გვარი (როგორც საბუთებში გიწერიათ).
საქართველოს საზღვრებს გარეთ ვაგზავნით საქართველოს ფოსტით, ტარიფი დამოკიდებულია თქვენს ლოკაციაზე.












