ქურუმი – მანარას ტაროს კარტი
ქურუმი
+18
ზოდიაქოს ნიშანი/პლანეტა: კურო (მე მაქვს. სიმტკიცე. მესაკუთრეობა)
ნუმეროლოგია: 5.
კი/არა: კი. მაგრამ დაიცავით ტრადიციული გაცნობა – შეხვერდების ღირებულებები.
საკვანძო სიტყვები:
არაადეკვატურობა. სოციალური გაუგებრობა. გადაჭარბებული გახსნილობა. სიტუაციის საღად შეფასების არარსებობა. ცდუნება. ფორმალობა. გამოცდილება. იერარქია. გარეგნული გამოხატულება. კრიტიკა საზოგადოების მხრიდან (ზოგჯერ განდევნაც).
ზოგადი დახასიათება:
ქურუმი მიუთითებს კონფლიქტზე მატერიალურსა და სულიერს შორის. არის გარკვეულობა, აბსურდი ან შეუსაბამობა. შესაძლოა, შოკისმომგვრელი საქციელი, რომელსაც საზოგადოება აკრიტიკებს. თუმცა, კრიტიკის ობიექტი ამას საერთოდ არ ამჩნევს, ან უბრალოდ არ ადარდებს/აწუხებს. ზოგადი გაგებით, მიუთითებს ცოდნის ნაკლებობაზე, არჩეული მიმართულება არასწორია. ინტუიციისა და ძალის ნაკლებობაა.
პირდაპირ:
არ არის ადეკვატური ქცევა, რაზეც იეროფანტის არკანი მიუთითებს – მხოლოდ შინაგანი თავისუფლების გამოხატვაა. ადამიანს უბრალოდ აქვს თავისი ნორმები, შეხედულებები და საერთოდ არ აინტერესებს ზოგადად მიღებული ჩარჩოები. ამიტომ მისი ბევრი ქმედება ვულგარულად ან სულაც ამორალურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ ხშირად ხდება სხვების კრიტიკის ობიექტი. ის უბრალოდ არ ჯდება საზოგადოდ მიღებულ ქცევის ნორმებსა და წესებში.
ამოტრიალებული:
ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ქურუმის არკანი მიუთითებს მორცხვობასა და დაუცველობაზე – საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. პიროვნებას უჭირს ადამიანების გაცნობა, მათთან ურთიერთობა, ამიტომ ხშირად უბრალოდ გაურბის სოციუმს. მას აქვს საკუთარი წარმოდგენები და შეხედულებები ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ზედმეტად მოძველებულია. თუმცა, მას არ შეიძლება ეწოდოს ძველმოდური, ის უბრალოდ ზედმეტად მორცხვი და მორიდებულია.
დეტალური აღწერა:
ადამიანი ყოველთვის ვერ განასხვავებს კარგს და ცუდს. ის კარგად ვერ გრძნობს სიტუაციას, შესაბამისად ვერ აფასებს სათანადოდ და სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ამიტომ მისი ქმედებები ხშირად გამომწვევი და კრიტიკულია. ასეთი ადამიანის ქმედებები არასწორ დროსა და ადგილზეა გამოხატული.
გრძნობები და ურთიერთობები:
მიუთითებს უთანასწორო კავშირზე ან ქორწინებაზე, პარტნიორები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სოციალური წარმოშობის, ჰქონდეთ განსხვავებული ინტერესები, შესაძლებლობები, ცხოვრებისეული შეხედულებები. მათ ასევე შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული სამომავლო გეგმები. ეს ხშირად იწვევს უხერხულობის განცდას, პარტნიორის ქცევა ზოგჯერ შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი, ვინაიდან სერიოზული კონფლიქტია სასურველსა და შესაძლებელს შორის.
ფიზიკური მდგომარეობა:
სექსში პარტნიორებს სრულიად განსხვავებული საზღვრები აქვთ. ამ საკითხში არ არის ურთიერთგაგება, არ არსებობს ჰარმონია. არის ვულგარულობა და გარყვნილება, რაც შესაძლოა ერთ-ერთ პარტნიორისთვის არ იყოს მისაღები.
რეკომენდაცია:
ყოველთვის არ ღირს თქვენს სურვილებთან ბრძოლა, ზოგჯერ ძალიან სასარგებლის მომტანია იმის კეთება, რაც ნამდვილად გსურთ.
გაფრთხილება:
ეს ქცევა ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი, ღირს იმის გათვალისწინება, შეესაბამება თუ არა გარემოს. და თუ არ არსებობს სხვაგვარად მოქცევის შესაძლებლობა, დაფიქრდით, იქნებ ღირს გარემოს შეცვლა?!
არკანის დადებითი მხარე:
ასეთი ადამიანები ხშირად ძალიან კომუნიკაბელურები არიან და ეს დადებითი მხარეა. რა თქმა უნდა, თუ ამ უნარს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. არის შესაძლებლობა გააცნობიეროთ საკუთარი თავი, სადაც აუცილებელია ხალხთან საერთო ენის სწრაფად პოვნა.
არკანის უარყოფითი მხარე:
სხვები ყოველთვის არ მოითმენენ ასეთი ადამიანის ქმედებებს. რომლიც ხშირად ძალიან ვულგარული იქნება და თავად ადამიანს ექნება ცუდი რეპუტაცია. მხოლოდ მათ, ვინც გულგრილია ასეთი ქცევის მიმართ შესაბამისად, გულგრილია თავად ადამიანის მიმართაც და შეიძლება დარჩეს ნეიტრალური. ადამიანების ასეთი კომბინაცია მუხრუჭის გარეშე იშვიათად იწვევს კარგ შედეგებს.
სიტუაციის პოზიტიური განვითარება:
თუ არის სიმკაცრე და მოკრძალება, მაშინ ამაში ცუდი არაფერია, რადგან ეს ხშირად დროებითია. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გაივლის და ადამიანი საკმაოდ გონივრულად აღიქვამს მის გარშემო არსებულ სამყაროს. ის დროთა განმავლობაში ნორმის ფარგლებში მოიქცევა – თუ ზედმეტი მოკრძალებით არა, გარყვნილების გარეშე მაინც.
სიტუაციის ნეგატიური განვითარება:
თუ უხამსი ქცევა იჩენს თავს ახალგაზრდობაში, მაშინ არსებობს ისეთ სიტუაციებში მოხვედრის რისკი, რომელიც შემდეგ მთელ თქვენს ცხოვრებას გაჰყვება. მაგალითად, ეს წარსული სამუდამოდ გაანადგურებს თქვენს რეპუტაციას. ზოგჯერ ასეთ სიტუაციაში მათ შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან როგორც ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლესაც კი.
მოამზადა: Onlinetarot.ge