ჩაკრები

ჩაკრების შესახებ ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, თუმცა მათი მნიშვნელობის შესახებ დღეს და სხვა მრავალ სტატიაში გაიგებთ.

დღეს უშუალოდ გაიგებთ:

  • ჩაკრების ზოგადი მნიშვნელობას.
  • ჩაკრების დისფუნქციის განმაპირობებელი ფაქტორებს.

არსებობს 7 ენერგეტიკული ცენტრი, რომელიც ადამიანის ნაწილს შეადგენს. შვიდივე ენერგეტიკულ ცენტრს ფსიქო-ფიზიოლოგიური მახასიათებლები გააჩნია და შვიდივე მდებარეობს ხერხემლის გასწვრივ, წარმოსახვითად. თანამედროვე მედიცინა მას ვერ საზღვრავს საჭირო დონეზე (ჩაკრების დიაგნოსტირება მაინც შესაძლებელია), თუმცა აღმოსავლურ კულტურებში ჩაკრების შესახებ დიდი ინფორმაცია ინახება.

სანსკრიტულად ჩაკრა ‘’ბორბალს’’ ნიშნავს. თითოეულ ჩაკრას აქვს ლოტუსის ყვავილის ფომა. სწორედ მათზეა დამოკიდებული ის ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები (შინაგანი და გარეგანი ზემოქმედებით მიღებული ფაქტორები), რომლებიც ადამიანის ყოფაზე, ხასიათზე, მდგომარეობაზე, ქმედებაზე და ზოგადად ადამიანის არსებობაზე ახდენს უმთავრეს გავლენას.

ენერგიის აღმავლობისას ჩაკრები აქტიურდებიან. ხოლო ენერგიის დაღმასვლა მათ პასიურს ხდის.

არსებობს ჩაკრების დაზიანების შემთხვევებიც. თითოეულ ჩაკრას თავისი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათი აღმასვლა/დაღმასვლა/შეჩერება სხვადასხვა სიმპტომების/ქმედებების/მდგომარეობების გამომწვევია, რაზეც დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში. სანამ ცოცხალია ადამიანი, მისი ჩაკრები ფუნქციონირებს. შესაბამისად, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ჩაკრებიც წყვეტენ მოქმედებას.

გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ჩაკრების მოქმედებას უშლის ხელს: ვირუსები, სოკოები, ბაქტერიები, მიკროპლაზმური ორგანოიდები, ელექტრომაგნიტური ველები (იგივე ‘’ავი თვალი’’), გადახურება, გაციება, ფსიქოლოგიური კლიმატი, ქიმიურ ნივთიერებებთან ხალგრძლივი მუშაობა და ყველა სხვა, რაც იმუნიტეტს და შრომისუნარიანობას აფერხებს.

შინაგანი/ენდოგენური ფაქტორები, რომლებიც ჩაკრების ფუნქციონირებას უშლის ხელს: მცირე და დიდი დარღვევები ნერვულ სისტემაში, გენეტიკური პრობლემები.

წარმოგიდგენთ შვიდივე ჩაკრას:

  1. მულადჰარა
  2. სვადჰისტანა
  3. მანიპურა
  4. ანაჰატა
  5. ვიშუდჰა
  6. აჯნა
  7. საჰასრარა

თითოეული მათგანის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად დავდებ.

გაიგებთ: მათი არსის, ფერის, დისფუნქიის, განვითარებული მუშაობის შესახებ. რაზე აგებს პასუხს ესა თუ ის ჩაკრა. რა საკვები უნდა მიიღოთ ჩაკრის გაძლიერების ხელშესაწყობად, რა მინერალი უნდა ატაროთ და სხვა მრავალ ინფორმაციას, რომელიც მოგცემთ შანსს უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და ადამიანები, როგორც არამხოლოდ ფიზიკური არსებები, დაძლიოთ აქამდე გაურკვეველი პრობლემები და გამოიყენოთ ეს ინფორმაცია სასიკეთოდ.

ავტორი: Rod

პლანეტების განლაგება

მზე 13° მშვილდოსანი 18' 36"
მთვარე 06° ლომი 04' 18"
მერკური 04° მშვილდოსანი 57' 55"
ვენერა 16° მორიელი 41' 22"
მარსი 17° ვერძი 57' 13"
იუპიტერი 26° თხის რქა 56' 35"
სატურნი 28° თხის რქა 46' 38"
ურანი 07° კურო 23' 17" R
ნეპტუნი 18° თევზები 10' 23"
პლუტონი 23° თხის რქა 22' 24"
ქირონი 04° ვერძი 59' 47" R
TrueNode 19° ტყუპები 55' 42"
error: კიდევ სცადე!

გამოგვყევი Facebook-ზე