სიახლეები, პროგნოზები

2021 წლის მარტის ტაროლოგიური პროგნოზი – ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

მარტში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ცხოვრების ამ ეტაპზე შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი ის გეგმები, რომლებიც აქმდე მხოლოდ იდეის დონეზე გქონდათ და შესაფერის დროს ელოდით. თქვენს ცხოვრებაში, მოსალოდნელია გამოიკვეთოს ისეთი პერსპექტივები, რომელიც წინსვლაშე დაგეხმარებათ და ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. ეცადეთ დრო უქმად არ დაკარგოთ და მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ ეს პერიოდი. არ შეგეშინდეთ სიახლეების და წინ ნაბიჯის გადადგმის. შესაფერის დროს, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ყოველთვის ელოდება, სწორედ ახლაა. ამიტომ, გსმოიყენეთ ეს დრო და არ გადადოთ საქმეები სამომავლოდ.

კურო

მარტის თვეში თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე სირთულეები, რომელიც გაგიჩენთ საფიქრალს და შესაძლოა გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ეს უფრო იმ კატეგორიის პრობლემებია, რომელიც ცხოვრებაში გამოცდილების მისაღებად ჩნდება და დიდხანს არ გრძელდება, საჭიროა მხოლოდ სწორი მიდგომა. არ დაითრგუნოთ თავი ნეგატიური აზრებით, გახსოვდეთ რომ ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. შესაძლოა საკუთარ თავზე მოგიწიოთ მეტი პასუხისმგებლობის აღება. მოახდინეთ საკუთარი უნარების რეალიზაცია. ყველანაირი რესური გაქვთ იმის რომ ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ წარმართოთ მაშინაც კი როცა ერთი შეხედვით ეს ძალიან რთული ჩანს.

ტყუპები

ამ თვეში მოვლენები თქვენს სასარგებლო განვითარდება. კარგი დროა ახალი საქმეები დასაწყებად, იდეების განსახორცილებლად. ამ პერიოდში თქვენს მიერ გაკეთებული საქმეები სწრაფ შედეგს არ გამოიღებს თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან წარმატებული იქნება. არ იჩქაროთ, იყავით მეტად ყურადღებიანი დეტალების მიმართ, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და ისე გადადგით ნებისმიერი ნაბიჯი. არ გარისკოთ, იმოქმედეთ გეგმაზომიერად, მხოლოდ ეს მიდგომა მოგიტანთ თქვენთვის სასურველ შედეგს. ფინანსურად ეს პერიოდი სტაბილური იქნება, არ არის მოსალოდნლი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება.

კირჩხიბი

ამ თვეში გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ცხოვრება სასურველი მიმართულებით წარმართოთ. კარგი იქნება თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩებით ცოტა ხნით, გადაწყვეტილებების მიღებისას სხვებსაც მოუსმინეთ თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე, შინაგან ხმასა და ინსტიქტბზე დაყრდნობით მიიღეთ. კარგი პერიოდია ძველი და უსარგებლო კავშირების გასაწყვეტად. დაფიქრდით, გაანალიზეთ რა არის თქვენს ცხოვრებაში ისეთი რასაც თქვენგან მხოლოდ ენერგია მიაქვს და გაწყვიტეთ მასთან ყველანაირი კავშირი.

ლომი

ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლიბები გაჩნდება, კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებსთვის, ახალი კავშირების დასამყარებლად. ამ პერიოდში ადამიანები თქვენს მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილნი იქნებიან, მარტივად შეძლებთ მათ დარწმუნებას ნებისმიერ საკითხში. ეცადეთ გარშემომყოფებთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, დაამყაროთ ახალი კონტაქტები. მოსალოდნელია იპოვოთ ახალი მოკავშირეები და სპონსორები.

ქალწული

ამ თვეში იღბალი თქვენს მხარეს იქნება, თქვენი მხირდან საჭიროა მხოლოდ საკმარისი მონდომებისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა ნებისმიერ საკითხში. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად. შესაძლოა ადრე დაწყებული საქმების ბოლომდრ მიყვანა ახლა შეძლოთ. იყავით მზად სიახლეებისთვის, მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ საკუთარ თავზე, მოახდინეთ თქვენი უნარების და შინაგანი ძალის რეალიზაცია, ბევრი რამ იქნება მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული.

სასწორი

ამ თვეში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, შესაძლოა ახლო მომავალში შეიქმნას სიტუაცია, სადაც საჭირო გახდება, მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღება, იყავით თავდაჯერებული და გამოიყენეთ საკუთარი შინაგანი ძალა. შრომა, რომელსაც ახლა ჩადებთ საქმეში მალე ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, ასევე კარგი პერიოდია პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის. გარშემომყოფებზე მარტივად შეძლებთ შთაბეჭდილების მოხდენას და ეს დაგეხმარებათ ნებსმიერი სიტუაციის სასურველი მიმართულებით წარმართვაში.

მორიელი

ამ თვეში საქმეები რომლებიც დიდი ხანია ერთ ადგილას იყო გაჩერებული ადგილიდან დაიძვრება, შეიძლება ითქვას, რომ თუ ამ პერიოდს სწორად გამოიყენებთ, თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლით. ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, იყავით ყურადღებით და არავის ენდოთ მარტივად. ზოგადად ამ პერიოდებში არ არის სასურველი ბევრი ახალი კონტაქტი. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ამ ეტაპზე თქვენი მხრიდან აქტიურობა არ არის საჭირო. ერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას.

მშვილდოსანი

ამ თვეში ეცადეთ თავი შეიკავოთ რადიკალური და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ეცადეთ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ ნებისმიერ საკითხში. მოსალოდნელია ახალი ადამიანების გამიჩენა, ახალი კონტაქტების დამყარება. ყურადღებით იყავით, რადგან შესაძლოა ტყუილის ან ვინმეს მიერ შექმნილი ილუზიის გამო მნიშვნელოვანი ფაქტები გამოგრჩეთ თვალთახედვიდან.

თხის რქა

მარტის თვეში მოსალოდნელია თავი გადაღლილად და ემოციურად არასტაბილურად იგრძნოთ. არ აჰყვეთ უარყოფით აზრებსა და ემოციებს. პირიქით, იყავით მშვიდი ნებისმიერ სიტუაციაში. ეს ეხება, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან, ეცადეთ ნაკლებად წამოიწყოთ ახალი ურთიერთობები, ასევე არ არის ხელსაყრელი პერიოდი რაიმე სერიოზული საქმიანი გარიგებებისთვის, სამსახურის შესაცვლელად ან რაიმე ახალი წამოწყებისთვის.

მერწყული

მარტის თვეში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, დაგჭირდებათ მეტი ძალისხმევის გამოჩენა. როგორც პირად ასევე, საქმიან სფეროში მოსალოდნელია გარკევული დროით სიტუაციის ერთ ადგილზე გაჩერება,ზოგჯერ საჭიროა ცოტა ხნით გაჩერება და ყველაფერზე დაფიქრება იქამდე სანამ მომდევნო ნაბიჯს გადავდგამთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ადამიანებთან ურთიერთობისას. შესაძლოა,თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლებენ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, გაანალიზეთ ყველაფერი და ასე, მოგეცემათ ახალი პერსპექტივების დანახვის საშუალება, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.

თევზები

კარგი პერიოდია ყველანაირი სიახლისთვის, შესაძლოა გქონდეთ ახალი შემოთავაზება, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს კარიერასთან და ფინანსურ მდგომარეობასთან. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ამ ეტაპზე არ არის საჭირო თქვენი მხრიდან აქტიურობა, ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ხოლო, ადამიანებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მოსალოდნელია გარკვეული დროით ნეგატიურმა ემოციებმა მოიმატოს, შესაძლოა თავი გადაღლილად და დათრგუნულად იგრძნოთ, ამ დროს მნიშვნელოვანია აკონტროლოთ საკუთარი თავი და ამ დროებით მდგომარეობას არ მისცეთ უფლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე.

მოამზადა: Fey