პროგნოზები, სიახლეები

2021 წლის მაისის ტაროლოგიური პროგნოზი – ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ტაროლოგიური პროგნოზი
ტაროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მაისის თვეში თქვენი დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი მოხმარდება სამსახურსა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. შესაძლოა, გქონდეთ ახალი შემოთავაზება, რომლის მიღების შემთხვევაშიც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ახლა მიღებული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი ემოციები და შესაძლოა გაგიჭირდეთ გაკონტროლება საკუთარი გრძნობებისა და ემოციური მდგომარეობის. თუმცა, ზოგადად ეს პერიოდი თქვენთვის რისკისა და სიახლეების პერიოდია,ამიტომ შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და თამამად წახვიდეთ ერთი შეხედვით სარისკო და გაუკვალავ გზაზე.

კურო

ეს თვე თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. თქვენი შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა მოიმატებს, მნიშვნელოვანია რომ ეს ენერგია რომელიც ახლა გაქვთ სწორი მიმართულებით მიმართოთ და ის გეგმები რომლებიც ადრე მხოლოდ იდეის დონეზე გქონდათ განახორციელოთ. ემოციურ დონეზე მოსალოდნელია გარკვეული პერიოდით გადაღლილობის შეგრძნება და ნეგატიური ემოციები რაც მას მოყვება, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, არ შეგაშინოთ მცირე პრობლემებმა, რომლებიც მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ.

ტყუპები

თქვენს ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, შესაძლოა გაიგოთ რაღაც ისეთი რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო გარკვეული მიზეზების გამო და ამ ყოველივემ მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს. ეს ის ეტაპია, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი გადის თავისი ცხოვრების გზაზე, თქვენთვის ბევრი რამ ნათელი გახდებ, მიხვდებით თუ რა გჭირდებათ რეალურად, რა არის სასარგებლო და რა არის ისეთი, რასაც მხოლოდ ზიანი მოაქვს თქვენთვის. შეიძლება ითქვას ეს პერიოდი ფასაულობების გადაფასებისა და ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება. რაც რათქმაუნდა არასდროსაა მარტივი თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელიც კი არის იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და უფრო ბედნიერი იყოს.

კირჩხიბი

მაისი თქვენთვის წარმატების და სიახლეების მომტანი იქნება, ამ პერიოდში მიიღებთ თქვენი აქამდე ჩადებული შრომის ნაყოფს ნებისმიერ საქმეში. კარგი პერიოდია ნებისმიერი სიახლისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, ახალი ნაცნობების შესაძენად, რადგან ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას. თუმცა, პირად ურთიერთობებში გირჩევთ ამ ეტაპზე არ გამოიჩინოთ ზედმეტი აქტიურობა,საშუალება მიეცით მივლენებს ბუნებრივად განვითარდეს.

ლომი

ამ თვეში მოსალოდნელია გქონდეთ ახალი შემოთავაზებები, ახალი მიმართულება ცხოვრებაში, ეს ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს სადმე წასვლასაც, საცხოვრებლის ან სამსახურის შეცვლას, მოგზაურობას. ასევე ამ პერიოდში მოგიწევთ მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი და მართვის სადავეები საკუთარ თავზე. ეცადეთ, არ აყვეთ ნეგატიურ ემოციებს. საკმარისი ძალისხმევის ჩადების შემთხვევაში ყველა თქვენი მიზნის რეალიზებას შეძლებთ.

ქალწული

ამ თვეში გირჩევთ სიფრთხილის გამოჩენას თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანებთან ურთიერთობებს, მარტივად არ ენდოთ არავის. თქვენ დაგჭირდებათ საკუთარი შინაგანი ძალებისა და უნარების მობილიზება, ბევრი რამ იქნება თქვენზე დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ მოიმატოს ნეგატიურმა ემოციებმა და მნიშვნელოვანია მართოთ ეს, რადგან თქვენს შინაგან სიძლიერეზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება ახლო მომავალში. ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში.

სასწორი

თქვენთვის ეს პერიოდი საკმაოდ შრომატევადი იქნება, დამოუკიდებლად მოგიწევთ ბევრი საქმის გაკეთება და ამ საქმეების წარმატება მთლიანად თქვენს მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული. გირჩევთ გამოიყენოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, თქვენ გაქვთ რესურსი იმისა რომ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით დამოუკიდებლად გაართვათ თავი. მოსალოდნელია დაგჭირდეთ გარკვეული არჩევანის გაკეთება, მოუსმინეთ სხვების რჩევებს, თუმცა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ.

მორიელი

ამ თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ, გარკვეული არჩევანის გაკეთება დაგჭირდებათ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში კი დაგეხმარებათ იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებსაც აქამდე შესაძლოა თავს არიდებდით. ყველაფერი, რასაც არამყარი საფუძველი აქვს ან რასაც ზიანი მოაქვს თქვენთვის წარსულში დარჩება. მნიშვნელოვანია აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მხოლოდ ასე შეძლებთ მართოთ მოვლენები ისე რომ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ დალაგდეს. ეს ის პერიოდია, როდესაც თავად შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ბედი.

მშვილდოსანი

მაისში მოსალოდნელია, რომ დაიწყოთ ისეთი საქმე რაც ერთი შეხედვით სარისკო ჩანს თუმცა საბოლოოდ თქვენთვის წარმატების და ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდება, ეცადეთ ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ სარგებელზე, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიიღოთ ის შედეგი რაც გსურთ. თვის დასაწყისში შესაძლოა, ნეგატიურმა ემოციებმა მოიმატოს და თავი გადაღლილად იგრძნოთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება .მალე დაიწყებთ ახალი გზით სიარულს და ამაზე კონცენტრირდებით.

თხის რქა

ამ თვეში თქვენი დროის დიდი ნაწილი დაეთმობა სამსახურს, საქმეებს და ფინანსების გადანაწილებას, შესაძლოა გარკვეულ საკითხებში თავი შებოჭილად და ერთ ადგილზე გაჩერებულად იგრძნოთ, თუმცა ეს მხოლოდ თქვენი შეხედულებაა და რეალურად ვერ ამჩნევთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს წინაა. იყავით მეტად თავდაჯერებული და ეცადეთ ნაკლებად კრიტიკული იყოთ საკუთარი თავის მიმართ.

მერწყული

ამ თვეში მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, ეცადეთ სწორი მიმართულება მისცეთ და სასარგებლოდ გამოიყენოთ. საქმე, რომელსაც ახლა დაიწყებთ თქვენთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. თავიდან შესაძლოა რთულად და დამღლელად მოგეჩვენოთ მაგრამ, საბოლოო შედეგი ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას მოსალოდნელია ახალი ადამიანების გამოჩენა, შესაძლოა დაგჭირდეთ არჩევანის გაკეთება.

თევზები

მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. მოსალოდნელია მიიღოღ რაღაც ახალი შემოთავაზება ან დაიწყოთ ახალი საქმე, რაც მოითხოვს თქვენი მხრიდან საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და შრომას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას. გამოიჩინეთ სიმტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისას და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. მოსალოდნელია სიახლეები პირად ცხოვრებაშიც,ზოგადად კარგი პერიოდია ახალი კავშირებისა და ახალი ურთიერთობებისათვის.

მოამზადა: FEY