პროგნოზები, სიახლეები

2021 წლის ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი – ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ივლისის თვეში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება არაერთი ახალი გამოწვევა, დაგჭირდებათ საკუთარ თავში მეტად ჩაღრმავება და თქვენი შინაგანი ძალის გამოყენება, იმ უნარების აღმოჩენა რომელიც ყოველთვის თქვენში იყო, მაგრამ პასიურ მდგომარეობაში. შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში როცა თავს იგრძნობთ უიმედოდ და გამოუვალ სიტუაციაში, თუმცა მნიშვნელოვანია თავი არ მოიტყუოთ და სიმართლეს და ნებისმიერ პრობლემას თვალი გაუსწოროთ. ენდეთ სამყაროს და საკუთარ ინტუიციას. ასევე მნიშვნელოვანია არ აჰყვეთ უარყოფით აზრებს და ემოციებს. პირიქით იყავით მშვიდი ნებისმიერ სიტუაციაში.

კურო

თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები, შესაძლოა დაიწყოთ რაღაც ახალი საქმე, ახალი სამსახური, გქონდეთ შემოთავაზება. ფინანსურად ეს თვე თქვენთვის სტაბილური იქნება, თქვენი შრომის დამსახურებულ საზღაურს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი ადამიანის გამოჩენა ან ვიღაცის დაბრუნება წარსულიდან, არ იჩქაროთ ურთიერთობის დაწყება, კარგად დაფიქრდით და ისე მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება.

ტყუპები

ეს თვე თქვენთვის სასიამოვნო სიახლეების მომტანი იქნება, სამყაროსგან მოულოდნელ საჩუქრებს მიიღებთ. თუმცა თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი გამოჩნდება რაც ბევრ საფიქრალს გაგიჩენთ, დაგჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომელიც გავლენას იქონიებს თქვენს ცხოვრებაზე და მომავალზე. კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს ახალი გზები, რომელიც თქვენთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. უმჯობესია თუ დროს დაუთმობთ მუშაობას და იმ საქმეს რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ჩადებული ძალსხმევა და შრომა ახლო მომავალში კარგ შედეგს გამოიღებს.

კირჩხიბი

ამ თვეში მოგიწევთ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება,გექნებათ გარკვეული სირთულეები და რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლოა თქვენი დაწყებული საქმეები ცოტა ხნით ერთ ადგილზე გაჩერდეს თუმცა ეს დროებითი იქნება, რის შემდეგაც ახალი ძალებით გააგრძელებთ ყველა საქმეს. შეგიძლიათ ეს პაუზა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, ცოტა ხნით დაისვენეთ, თავიდან გაანალიზეთ ყველაფერი და ასე შეძლებთ სრულიად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას საკუთარ თავში რაც მიგიყვანთ წარმატებამდე.

ლომი

ამ თვეში მოსალოდნია გქონდეთ ახალი შემოთავაზება, დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან რადგან ახლა მიღებული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. ასევე ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და სურვილები, დაფიქრდით რეალურად რა არის ის რაც გჭირდებათ, მოიშორეთ ყველაფერი რაც მხოლოდ ენერგიას გართმევთ. მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდეთ მოვლენებს თქვენს გარშემო და საჭიროების შემთხვევაში არ შეგეშინდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების.

ქალწული

ამ თვეში გარკვეული პერიოდით მოსალოდნელია იგრძნოთ ემოციური გადაღლა, კარგი იქნება თუ ცოტა ხნით ყველაფრისგან დაისვენებთ და საკუთარ თავს დროს მისცემთ, იმისათვის რომ ყველაფერზე დაფიქრდეთ და შეხედოთ იმ კუთხით რა კუთხითაც აქამდე არ გიცდიათ სიტუაციის დანახვა. ამ ეტაპზე არაა სასურველი რაიმე ახალი საქმის დაწყება ან რადიკალური, სარისკო გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაცია გქონდეთ თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან და მეტი დრო გაატაროთ მათთან ერთად. ეცადეთ გარშემომყოფებთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა.

სასწორი

ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, ცვლილებები არასდროსაა მარტივი და ხშირად უკავშირდება სირთულეებს, თუმცა გახსოვდეთ რომ ყველა სიახლეს თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ უკეთესისკენ მიჰყავხართ. ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა,არ დაისტრესოთ თავი და მიიღოთ ის ცვლილებები რომლებიც იქნება თქვენს ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია,რომ ნებისმიერ საქმეში იყოთ სამართლანი, ახლა მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მალე გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ იყავით ყურადღებით და ეცადეთ გადაწყვეტილებების მიღებისას არ იმოქმედოთ ეგოისტურად და იფიქროთ როგორც საკუთარ თავზე ასევე გარშემომყოფებზეც.

მორიელი

ამ თვეში სიახლეები გელოდებათ პირად ცხოვრებაში,ემოციურად არასტაბილურად იგრძნობთ თავს და შესაძლოა გაგიჭირდეთ იმის მიხვედრა რეალურად რა გინდათ და რა არა. მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. შესაძლოა, რომ დადგეთ გარკვეული არჩევანის წინაშე, ეცადეთ არ მიიღოთ რადიკალური გადაწყეტილება. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება გადაწყვეტილების მიღებისას. ფინანსურად ეს პერიოდი სტაბილური იქნება, არაა მოსალოდნლი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება.

მშვილდოსანი

ამ თვეში დაგჭირდებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ საკუთარი შინაგანი ძალა, გელით სირთულეები, თუმცა ეს რათქმაუნდა დროებით იქნება და თქვენზეა დამოკიდებული ბევრი რამ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის გამყარებაზე ზრუნვას, ურთიერთობებში ამ ეტაპზე უმჯობესია არ გამოიჩინოთ ზედმეტი აქტიურობა. ეს პერიოდი საკმაოდ შრომატევადი იქნება, დამოუკიდებლად მოგიწევთ ბევრი საქმის გაკეთება და მეტი პასუხისმგებლობის აღება. გირჩევთ გამოიყენოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რადგან თქვენ გაქვთ იმის რესურსი რომ გამოწვევებს რომლის წინაშეც აღმოჩნდებით დამოუკიდებლად გაართვათ თავი.

თხის რქა

გექნებათ ახალი შემოთავაზება, ფინანსურად ეს თვე თქვენთვის შემოსავლიანი იქნება. რაც შეეხება ურთიერთობებს გირჩევთ რომ ამ პერიოდში ადამიანებთან ურთიერთობაში იყოთ მეტად დაკვირვებული. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე გასათვალისწინებელია რომ მოიმატებს თქვენი ემოციები და შესაძლოა გაგიჭირდეთ გაკონტროლება საკუთარი გრძნობებისა და ემოციური მდგომარეობის. კარგი იქნება თუ ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, სხვებსაც მოუსმენთ თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე, შინაგან ხმასა და ინსტიქტბზე დაყრდნობით მიიღებთ.

მერწყული

მოსალოდნელია გაიცნოთ ახალი ადამიანები,ემოციურად დატვირთული თვე იქნება. კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად,არ შეგეშინდეთ რისკის და წინ ნაბიჯის გადადგმის. იღბალი თქვენს მხარეს იქნება და მარტივად შეძლებთ ყველაფერს. იყავით თავდაჯერებული და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზნებს. გამოიყენეთ ეს პერიოდი ნაყოფიერად, თუ რამის გაკეთება გინდოდათ და დიდხანს გეგმავდით ან ელოდით შესაფერის დროს სწორედ ახლაა ეს დრო. მნიშვნელოვანია,რომ არ იჩქაროთ ,იყავით დაკვირვებული და თანმიმდევრული.

თევზები

ამ თვეში დაგჭირდებათ საკუთარი შინაგანი ძალის გამოჩენა,შესაძლოა გქონდეთ მცირე სირთულეები,თუმცა ეს მალევე მოგვარდება და თქვენზე იქნება ბევრი რამ დამიკიდებული. შესაძლოა აღმოჩნდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნოთ ბალანსი და სიმშვიდე საკუთარ თავში. თავი აარიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებს და ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და იმ ადამიანებთან ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.ასევე ამ პერიოდში არაა სასურველი რაიმე ახალი საქმის დაწყება.

მოამზადა: FEY